ფისომოყვარულთა საოცნებო სამსახური: მოეფერო კატას თანხის სანაცვლოდ
ფისომოყვარულთა საოცნებო სამსახური: მოეფერო კატას თანხის სანაცვლოდ
დუბლინის (ირლანდია) ვეტერინარული კლინიკა მხოლოდ კატებს მკურნალობს. ხელმძღვანელობამ სათაურიც შესაბამისი შეარჩია: "Just Cat".  იმისათვის, რომ მომსახურე პერსონალმა ოთხფეხა არსებებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან, დაამატეს საშტატო ერთეული "კატის ჩამხუტებელი".

კლინიკის თანამშრომლები კანდიდატებს მთელი სერიოზულობით არჩევენ. განცხადებაში ჩამოთვლილია მოთხოვნები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს "კატის ჩამხუტებლის" ვაკანსიას. მას განსაკუთრებით უნდა უყვარდეს კატები და უნდა იცოდეს მათი მოვლა.

იმისათვის, რომ კლინიკაში სამკურნალოდ მოყვანილმა კატამ არ ინერვიულოს, ახალი თანამშრომელი ვალდებულია მას ჩაეხუტოს და დაამშვიდოს: ამისათვის მას უნდა ჰქონდეს ნაზი ხელები და მშვიდი ხმის ტემბრი.

ეს სამუშაო დიდ ენერგიას
ითხოვს, რადგან კატის მოფერება მთელი დღე გაგრძელდება. შერჩეული თანამშრომელი შეისვენებს მხოლოდ იმ დროს, როცა ამას
სიტუაცია მოითხოვს.

უპირატესობა ექნებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ვეტერინარული განათლება და შეუძლიათ ერთმანეთიგან გაარჩიონ კატის ხმიანობა (კნავილი).

ასევე იხილეთ:

საუკეთესო პროფესია მსოფლიოში: "პანდების ჩამხუტებელი"



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?