როგორ წინასწარმეტყველებენ კატები მიწისძვრას?
როგორ წინასწარმეტყველებენ კატები მიწისძვრას?
ადამიანები, რომლებიც სეისმურად აქტიურ რეგიონებში ცხოვრობენ, უკვე დიდი ხანია, მიაქცევდნენ ყურადღებას ჩვენი პატარა ოთხფეხა მეგობრების განსაკუთრებულ ქცევას ძლიერი მიწისძვრის წინ.

ითვლება, რომ დაახლოებით 70 სახეობის ცხოველს თავისებური სეისმოგრაფის როლის შესრულება შეუძლია. ერთ-ერთი პირველი ადგილი მათ შორის ჩვეულებრიბ შინაურ კატებს უკავიათ.

ეს სიტუაცია განსაკუთრებით ძვირფასია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ფაქტობრივად ყოველთვის ადამიანებთან არიან. ისტორიის მანძილზე ბევრი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც მიწისძვრის ან ვულკანის ამოფრქვევის წინ, კატები ტოვებდნენ პატრონებს, ქალაქიდან გადიოდნენ და მხოლოდ კატასტროფის შემდეგ ბრუნდებოდნენ.

დაკვირვებების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, სტიქიური უბედურების წინ
კატები აღგზნებულები არიან, მათი ბეწვი ყალყზე დგას, ყურები თავზე აქვთ აკრული. ისინი უმიზეზოდ ხმამაღლა კნავიან,
აკანკალებთ, იმალებიან, ცდილობენ სახლიდან გასვლას, ხანდახან კი შიშიშგან შეშდებიან.

შესაძლოა, ეს შინაური ცხოველები ნიადაგის ისეთ რყევას გრძნობენ, რომლის დაფიქსირება სპეციალურ მოწყობილობებს არ შეუძლიათ.

სხვა ვერსიით, კატების ქცევა ამგვარ სიტუაციაში იმაში მდგომარეობს, რომ ისინი რეაგირებენ სტატისტიკური ელექტროობის მოჭარბებაზე, რომელიც მიწისძვრას უსწრებს წინ. ადამიანის ორგანიზმიც აფიქსირებს ასეთ ცვლილებებს: უხშირდება პულსი, ნერვიული სისტემა ღიზიანდება, მაგრამ ადამიანს არ შეუძლია ეს სიგნალები მოსალოდნელ უბედურებას დაუკავშიროს.

გარდა ამისა, კატები, ადამიანებთან შედარებით, უფრო ძლიერად რეაგირებენ დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებებსა და ინფრაბგერაზე, რომლებიც ასევე წინ უძღვის მიწისძვრას.
ჯერ მეცნიერებას ზუსტად არ დაუდგენია ამ ფაქტორებიდან რომელი აძლევს კატას პროგნოზის გაკეთების საშუალებას.

შესაძლოა ოთხივე - ნიადაგის უმნიშვნელო ძვრები, ელექტრიკული ზემოქმედება, ინფრაბგერები და მაგნიტური ვიბრაცია - მოქმედებს კატების ”წინასწარმეტყველების” უნარზე.

მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ მიწისძვრის პროგნოზირების საკითხზე, თავის კვლევებში ითვალისწინებენ მოსახლეობის გამოკითხვას კატასტროფამდე მათი შინაური ცხოველების განსაკუთრებულ ქცევებთან დაკავშირებით.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?