ძაღლმა გადაარჩინა კატა, რომელიც 2 თვე დამწვარი სახლის ნანგრევებიდან ვერ გამოდიოდა
ძაღლმა გადაარჩინა კატა, რომელიც 2 თვე დამწვარი სახლის ნანგრევებიდან ვერ გამოდიოდა
კატა რინგერი სასწაულად გადარჩა მას შემდეგ, რაც ორი თვე დამწვარი სახლის ნანგრევების ქვეშ მოყვა. მიჩიგანში (აშშ) მცხოვრებმა ქრისტინა მარიმ  (ცხოველის პატრონი), სოციალურ ქსელში ცხოველის გადარჩენის უჩვეულო ისტორია გაავრცელა. 

ორი თვის წინ ხანძარმა ქრისტინას სახლი სრულად გაანადგურა. პატრონი და მისი ძაღლი ჰლოი გადარჩნენ, ხოლო კატა ვერსად იპოვეს. ტრაგედიიდან 2 თვის შემდეგ, ქრისტინა ძაღლთან ერთად თავისი სახლის ნანგრევებთან მივიდა. უეცრად ჰლოიმ დამწვარი სახლის იატაკის ფხაჭვნა და წკმუტუნი დაიწყო. პატრონმა შენიშნა ნახვრეტი, საიდანაც კნავილის ხმა მოესმა. ქრისტინამ საკვებით შეძლო მიეტყუებინა იატაკქვეშ მცხოვრები იდუმალი
არსება. ქალის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხვრელში რინგერი გამოჩნდა.

კატა ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. იგი
გამოფიტული და საშინლად გამხდარი იყო. ვეტერინარების ვარაუდით, 2 თვის განმავლობაში, რინგერი ხოჭოებით, ობობებითა და სხვა მწერებით იკვებებოდა. 

Zooclub

სასწაულებრივად გადარჩენილ ცხოველს ზონდით კვებავენ, მისი სრულად გამოჯანმრთელების პროცესი ნელა მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ექიმები ირწმუნებიან, რომ რინგერის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა დედა კატა და 4 კნუტი გადაარჩინა

5 შემთხვევა, როდესაც კატამ ადამიანი გადაარჩინა - კატა ადამიანის საუკეთესო მეგობარია!

ძაღლმა ცოცხლად დამარხული კატა სიკვდილისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?