პატრონმა საკუთარი კატის გაპარსვა მეგობარს ანდო და აი, რა გამოვიდა
პატრონმა საკუთარი კატის გაპარსვა  მეგობარს ანდო და აი, რა გამოვიდა
რას წარმოიდგენდა პატრონი, რომ საკუთარი კატა ასეთ მდგომარეობაში დაუბრუნდებოდა, როდესაც, ე.წ. გრუმინგზე მეგობარს გაატანა.

ჰაი ქიანიმ საკუთარი გრძელბეწვიანი კატის - ჯინ ჯინის გაპარსვა გადაწყვიტა, რადგან გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ცხოველს თავი კომფორტულად ეგრძნო.

ჩვეულებრივ, სალონში სტუმრობის შემდეგ ჯინ ჯინი ასე გამოიყურება.

Zooclub

ამჯერად, ქიანიმ დროის უქონლობის გამო, ეს საქმე საკუთარ მეგობარს მიანდო. მას კატა სპეციალისტთან გასალამაზებლად უნდა მიეყვანა. როგორც ჩანს, მეგობარმა არ იცოდა, როგორი ვარცხნილობა უნდა გაეკეთებინა ჯინ ჯინისთვის და საკუთარი ფანტაზია ჩართო.

რამდენიმე საათის შემდეგ, პატრონი კატის წასაყვანად მეგობარს ესტუმრა. მან ძლივს
იცნო ცხოველი და რამდენიმე წუთი გაოცებული აკვირდებოდა.

Zooclub

"გაოცებული დავრჩი. ნუთუ სპეციალისტმა ჩემი კატა ასე გაპარსა?!
თუმცა, მას არ ვადანაშაულებ", - ამბობს ქიანი.

Zooclub

ქალის გაკვირვება იუმორმა შეცვალა, მაგრამ  მისი ქმარი დღემდე ვერ შეეგუა კატის ვარცხნილობას. მამაკაცის თქმით, ჯინ ჯინის ხილვისას შიშის გრძნობა ეუფლება.

Zooclub

ოჯახის წევრებს შორის მხოლოდ კატას არ ანაღვლებს საკუთარი ვარცხნილობა. საბედნიეროდ, მისი ბეწვი მალე გაიზრდება და კვლავ გალამაზდება.

ასევე იხილეთ:

ტაივანში ზოოსალონმა სახელი ცხოველების უცნაური ვარცხნილობით გაითქვა

წარმოუდგენელი შემთხვევა - ვიღაც იპარავს კატებს და ვერ წარმოიდგენთ, პატრონთან რა მდგომარეობაში აბრუნებს

ძაღლები ყველაზე ცუდი ვარცხნილობით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?