ახალ ზელანდიაში მცხოვრებმა შილი ბიშონმა შეამჩნია, რომ მისი კატა სიმბა რამდენიმე დღის განმავლობაში იკარგებოდა. ქალი თავს იმით იმშვიდებდა, რომ ცხოველს თავისუფლება სჭირდებოდა, ამიტომ მისი სახლში გამოკეტვა არც უფიქრია.
ერთ დღეს სიმბა მთელი კვირა დაიკარგა, ხოლო დაბრუნებულს კისერთან ჭრილობა და ნაკერები ჰქონდა. პატრონი მიხვდა, რომ მის 2 წლის კატას ორმაგი ცხოვრება ჰქონდა.
"სიმბა ვეტერინართან წავიყვანე იმის გასაგებად, თუ რა
კატის პატრონმა სოციალურ ქსელში თავისი შინაური ბინადრის ამბავი გაავრცელა იმ იმედით, რომ ვინმე სიმბას მეორე პატრონის პოვნაში დაეხმარებოდა.
ეს ადამიანი აღმოჩნდა მაიქლ გრუმბერგი, რომელსაც უცხო კატა ცხრა თვის წინ ესტუმრა. მისი თქმით, სიმბა მხიარულად ატარებდა დროს - დარბოდა სახლში და თამაშობდა.
როგორც აღმოჩნდა, სიმბას უსიამოვნება შეემთხვა. მას ძაღლმა უკბინა და მეორე პატრონმა დაჭრილი ცხოველი ვეტერინართან წაიყვანა. სწორედ ამიტომ ჰქონდა კატას ნაკერები.
სიმბას საიდუმლო გამჟღავნდა. ორივე პატრონი შეთანხმდა, რომ კატა რიგრიგობით იცხოვრებდა მათთან.
ასევე იხილეთ:
"გადავწყვიტე საკუთარი კატისთვის მეთვალთვალა და გამეგო, სად იკარგებოდა მთელი დღით..."
უზარმაზარი კატის ორმაგი ცხოვრება