რომელ ქვეყანაში ყავთ ყველაზე მეტი კატა?!
რომელ ქვეყანაში ყავთ ყველაზე მეტი კატა?!
"Dalia Research"-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, თუ რომელ ქვეყანაში ჰყავთ ყველაზე მეტი კატა, უფრო სწორედ, სად ცხოვრობს ყველაზე მეტი კატის პატრონი და მოყვარული.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთში მოსახლეობის 59%-ს სახლში კატა ჰყავს. ამგვარად, ისინი მსოფლიოში რეიტინგით პირველ ადგილს იკავებენ.

Zooclub

რუსეთს მთელი 10 პუნქტით ჩამორჩება უკრაინა, რომელიც ამ გამოკითხვაში მეორე ადგილზეა.

ეს გასაკვირი არცაა, აღნიშნავენ საიტზე. ჯერ კიდევ იმპერატორმა ელისაბედმა კატებს სამეფო კარზე საპატიო ადგილი მიაკუთვნა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი კატების თაგვებზე ნადირობის გამო გადაიდგა. ახლა ერმიტაჟში დაახლოებით
70 კატა ცხოვრობს. მათ უვლის, როგორც მუზეუმის ადმინისტრაცია, ისე დამთვალიერებელი.

1-ელ მარტს რუსეთში კატის დღე
აღინიშნება.

მესამე ადგილი დაიკავა აშშ-მ (45%), მას მოყვება ბელგია (43%), არგენტინა (41%), ჩილე, იტალია, მალაიზია, გაერთიანებული არაბეთის საამირო (40%).
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?