კატებმა ძაღლს ასწავლეს, თუ როგორ უნდა მოკალათდეს კატებისთვის განკუთვნილ საწოლზე
კატებმა ძაღლს ასწავლეს, თუ როგორ უნდა მოკალათდეს კატებისთვის განკუთვნილ საწოლზე
Reddit-ის მომხმარებელმა, სახელად TheOrdner-მა, გაავრცელა საკუთარი ძაღლის ფოტო, რომელსაც ძალიან მოსწონს კატის რამდენიმე საფეხურიან საწოლზე ძილი. მან დააკონკრეტა, რომ მისი შინაური ბინადარი ორ კატასთან ერთად გაიზარდა.

კომენტარებში TheOrdner-ს სთხოვეს გამოექვეყნებინა ვიდეო, თუ როგორ ძვრება ძაღლი კატებისთვის განკუთვნილ საწოლზე, თუმცა, პატრონმა უარი თქვა, რადგან, მისი თქმით, პროცესი ძალიან მოუხერხებელი და სასაცილო იყო.

Zooclub

მამაკაცმა ფოტოებს პატარა ისტორიაც დაურთო. მისი თქმით, ძაღლს ძალიან მოსწონს ფუმფულა მეგობრებთან ერთად თამაში და მთლიანობაში იქცევა ისე, როგორც კატა.

"მას აქვს განსაკუთრებული ხერხი, თუ როგორ უნდა დაამშვიდოს მოუსვენარი
კატები - ის მეგობრებს თავის დიდ თათს თავზე ადებს და შინაური ბინადრებიც მშვიდდებიან", - ამბობს
მამაკაცი.

როგორც ჩანს, სანამ ძაღლი კატებისთვის განკუთვნილ საწოლზეა მოკალათებული, კატა მის ადგილს იკავებს. ეშმაკმა ცხოველებმა ალბათ სწორედ ამიტომაც ასწავლეს ძაღლს თავიანთ საწოლზე აძრომა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

კატებზე რამდენიმე მითი, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა

ძაღლი, რომელიც შეჯიბრზე სასაცილოდ იქცევა- Youtube- ზე ამ ვიდეოს 7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს

როგორი ქცევები აქვს კატების გაზრდილ ჰასკის?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?