”დატოვე ყველაფერი და გაიქეცი!” - ჭკვიანმა კატამ 5 ადამიანი კატასტროფისგან იხსნა...
”დატოვე ყველაფერი და გაიქეცი!” - ჭკვიანმა კატამ 5 ადამიანი კატასტროფისგან იხსნა...
ხანდახან გვეჩვენება, რომ ბინადრები მხოლოდ მეგობრები კი არა, ჩვენი მფარველი ანგელოზები არიან… სხვანაირად როგორ ავხსნათ მათი უბედურებისა და ავადმყოფობის წინათგრძნობის უნარი? კატები და ძაღლები ადამიანების დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან. არსებობს უამრავი შემთხვევა, სადაც ჩვენმა საყვარელმა ”კუდიანებმა” ადამიანები სიკვდილისგან იხსნეს.

ეს ისტორია მოგვითხრობს, თუ როგორ გააფრთხილა კატამ 5 ადამიანი მოსალოდნელი საშიშროების შესახებ…

”პატრონო, გაიღვიძე!”

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ რობ პერკინსს დივანზე ღრმად ეძინა. ძილში მას გაბმული, თითქოს განწირული კნავილი ჩაესმა.

Zooclub

ერთი წლის სამფერა კატა გიზმო რობის ბალიშზე ახტა და კნავილი ატეხა.
მამაკაცმა გაიღვიძა. ის ჯერ ვერ ხვდებოდა, რა დაემართა კატას.

მაგრამ კატა წასვლას არ აპირებდა. ის
რობს თვალმოუშორებლად უყურებდა და კნავილს განაგრძობდა. ცხოველის შფოთი პატრონსაც გადაედო და ბოლოს მიხვდა, რაში იყო საქმე.
ოთახში ბოლის სუნი ტრიალებდა... ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ნაჭერი ჩართულ ტოსტერს დაეცა და აალდა. ცოტაც და მთელ სახლს, სადაც იმ დროს 5 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი მოედებოდა.

Zooclub

გიზმოს შეუპოვრობამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა! კატას დროულად რომ არ გაეღვიძებინა რობი, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა.

”ის ჩემს ბალიშზე იდგა და გაუჩერებლად კნაოდა. უზომოდ მადლიერი ვარ მისი, რომ გადამარჩინა”, - ამბობს კატის გულაჩუყებული პატრონი.

emigranti manana
წლების წინ ჩემმა კატა ფაფუკამ გადამარჩინა.მეც მენატრება.
datiko48
ცხოველების სულში უფრო მეტი სიკეთე დევს ვიდრე ადამიანში!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?