ინგლისში კატების მდიდრული სასტუმრო გაიხსნა (+ფოტო)
ინგლისში კატების მდიდრული სასტუმრო გაიხსნა (+ფოტო)
თუ თქვენი კატა გათამამებულია, ძნელია, მოიფიქროთ, რა ქნათ, როდესაც წასვლა დაგჭირდებათ.

სწორედ ამ დილემამ გადააწყვეტინა ჯო ოუნსლის შეექმნა "Ings Luxury Cat Hotel"-ი - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კატებისთვის.

“როდესაც მივდიოდით, ჩვენს კატა ფელიზე დედა ზრუნავდა", - ამბობს ოუნსლი, - "ერთ წელსაც დედა ავად გახდა და ვერ მოუარა ფელის. ამიტომ ვეძებდით ადგილს, სადაც დავტოვებდით მას, მაგრამ მოსაწონი ვერაფერი ვიპოვეთ”.

ოუნსლი და მისი ოჯახი იორკშირში (ინგლისი) ცხოვრობს. სასტუმროს მშენებლობა არ იყო ადვილი ამოცანა - თავიდან უნდა მიეღოთ ნებართვა.

“ჩვენი პროექტი თავშესაფრის სტანდარტულ დიზაინში არ
ჯდებოდა”.

საბედნიეროდ, ოუნსლიმ ნებართვა მიიღო. ამჯერად მან ორი ობიექტი ააშენა -
სასტუმრო და კატების სახლი.

სასტუმრო შესანიშნავია: ყველა ნომერში საწოლი, იატაკი გათბობით, ღია აივნები შესანიშნავი ხედებით, ხეები და 42 დიუიმის ეკრანის ტელევიზორები, სადაც თევზებს, ფუტკრებსა და თაგვებს აჩვენებენ.

სახლში უფრო მეტი შესაძლებლობაა მოძრავი თამაშებისთვის - ბორბლები, ჭერის სიმაღლეზე გადაჭიმული საფეხმავლო ბილიკები, ხეები.

“სახლი აქტიური ბენგალელი სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, აღმოვაჩინეთ, რომ აქ ყოფნა ყველა კატას მოსწონს”, - ამბობს ოუნსლი.

თუ ეს არ არის საკმარისი, კატებს შეუძლიათ VIP-მომსახურება მიიღონ, რომელშიც შედის ძილის წინ ზღაპრები და მასაჟი.

შობისთვის მზადების ფარგლებში ყველა კატა მიიღებს საჩუქარს სანტაკლაუსისგან, ასევე, დაიმსახურებს სპეციალურ საშობაო სადილს.

აქ ძალიან კარგად უვლიან კატებს.

“ეს ჩემზე არ მუშაობს - ეს ჩემი უდიდესი სურვილია ჩვენს პატარა ფუმფულა არსებებს სიყვარული და ზრუნვა ვაჩუქოთ. ის, რასაც ისინი იმსახურებენ”, - ამბობს ოუნსლი.
კატები აქ თავს ძალიან კარგად გრძნობენ - ერთადერთ პრობლემა ისაა, რომ მათ ხშირად სახლში წასვლა აღარ უნდათ.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?