19 წლის შავი კატა ”მარმარილოს ლამაზმანად” იქცა! (+ფოტო)
19 წლის შავი კატა ”მარმარილოს ლამაზმანად” იქცა! (+ფოტო)
1997 წელს მამაკაცმა, სახელად დევიდმა, შავი კნუტი იყიდა. მან არ იცოდა, რომ კატის ბეწვი მარმარილოს შეფერილობას დაემსგავსებოდა.

კატის პატრონი იხსენებს მომენტს, როდესაც პირველად დაინახა ფისო: ”სკრეპი მარტო იჯდა. ის უსაყვარლესი იყო”.

”გადავწყვიტე, სწორედ კრეპი ამეყვანა, რადგან ვიცოდი, რომ მას ყველაზე ბოლოს აიყვანდნენ, თუ კი აიყვანდნენ საერთოდ”, - ამბობს დევიდი.

კატის ბეწვმა გათეთრება 7 წლიდან დაიწყო. ეს ვიტილიგოს გამო მოხდა, კანის დაავადების, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება კატებში.

ეს გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობაზე. 19 წლის ბებერი კატა ბედნიერი და ჯანმრთელია. იგი სრულაიდ
აკონტროლებს სიტუაციას, ქუჩასაც კი!

”ის არ არის საუკეთესო მოდელი მსოფლიოში, რადგ
ან ხშირად კამერის მიღმა იყურება ან საერთოდ ერიდება კამერებს”, - დაამატა პატრონმა.

დროდადრო კატა საკმაოდ ავია. თუ მას გასვლა უნდა, დევიდს ხმამაღალი კნავილით ღამე აღვიძებს და არ ჩერდება, სანამ არ გაუშვებენ გარეთ.

”ბიჭს ძალიან უყვარს ჩვენი შინაური ცხოველები და ძალიან ნაზად ეპყრობა მათ”, - ამბობს პატრონი.

დევიდი ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც აქვს უფლება, სკრეპის მუცელზე მოეფეროს.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?