მამაკაცმა საცოლეს ხელი გადარჩენილ კნუტთან ერთად სთხოვა! (+ვიდეო)
მამაკაცმა საცოლეს ხელი გადარჩენილ კნუტთან ერთად სთხოვა! (+ვიდეო)
როდესაც ჯერსდა ფორსაიტისთვის მოვიდა დრო კეტ ვუდლისთვის ხელი ეთხოვა, მან ეს ყველაზე საყვარელი ფორმით,  ციცქნა გადარჩენილ კნუტთან ერთად გააკეთა.

წყვილმა "ბრმა პაემანზე" გაიცნო ერთმანეთი. მათ სულ ახლახანს კნუტის აყვანა გადაწყვიტეს. კეტი თავად უნდა წასულიყო თავშესაფარში და კნუტი აერჩია.

Zooclub

”მეგონა, ჯერედი სამსახურში იყო", - ამბობს კეტი, - "ძალიან გამიკვირდა… კატა გადმომცეს და მთხოვეს, ბეიჯზე წარწერა წამეკითხა. ჯერედის დეიდა SPCA-ში მუშაობს და ვფირქობ, ეს ყველაფერი სწორედ მან მოაწყო”.

Zooclub

"გამომყვები ცოლად?" - წაიკითხა გოგონამ კნუტის საყელურზე. შემდეგი, რაც დაინახა, იყო კოსტუმში გამოწყობილი ჯერედი. მან
კეიტს დაუჩოქა და პასუხის მოლოდინში გაჩუმდა.

Zooclub

პატარძალმა საქმროს (და კნუტს) თანხმობა უთხრა. ყველაფერი ეს კამერით
გადაიღეს და ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.

Zooclub

გადარჩენილი კნუტი გენდალფი უკვე დაუმეგობრდა თავის ძმას, ძაღლ შემუს. ახლა როდესაც მათი პატრონები უკვე ქორწილისთვის ემზადებიან, საინტერესოა, რაიმე როლს თუ გამოუძებნიან უსაყვარლეს ბინადრებს ქორწილში.

იხილეთ ვიდეო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?