პატრონმა კნუტის მზერას თვალი გააყოლა... ფეხსაცმელში მოკალათებული არსება ავისმომასწავლებლად იმზირებოდა...
პატრონმა კნუტის მზერას თვალი გააყოლა... ფეხსაცმელში მოკალათებული არსება ავისმომასწავლებლად იმზირებოდა...
ავსტრალიის ქალაქ პერტში ოთხი თვის კნუტმა პატრონი საშიშროების შესახებ გააფრთხილა. მის ფეხსაცმელში შხამიანი გველი მოკალათებულიყო.

"WAtoday"-ის ცნობით, აივენ მაკნამარამ ჟურნალისტებს მოუყვა, რომ მისი ბინადარი საძინებელი ოთახის კუთხეს მზერას არ აცილებდა. მამაკაცმა მის მზერას თვალი გააყოლა და დაინახა, რომ მისი ფეხსაცმლიდან გველის თავი მოჩანდა.

ქვეწარმავალი კარადის ქვეშ შეძვრა, მაგრამ მაკნამარამ, მეორე ფეხსაცმლის მოშველიებით, ის დაატყვევა და დასახმარებლად თავის მეგობარს მოუხმო. ერთად მათ გველი პლასტიკატის კონტეინერში შეაგდეს და შემდეგ ქუჩაში გაუშვეს.

”ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გველი სახლში 
-size: 12.16px;">დავიჭირე", - აღიარა ავსტრალიელმა, - "მაგრამ თავად ვარ დამნაშავე, რადგან შემოსასვლელ კარს ღიას ვტოვებ ხოლმე”.

როგორც აღმოჩნდა, ფეხსაცმელში ჯერ
პატარა გველი იჯდა. ამ ჯიშის გველი ავსტრალიაში ბინადრობს და 2 მეტრის სიგრძის იზრდება. ამ სახეობის ზრდასრული გველის ნაკბენი ხშირად სასიკვდილო შედეგით სრულდება.


reptilia
ძალიან კარგი რომ გაუშვა, თორემ აღარ ვეტევით ადამიანები დედამიწაზე. ჩვენი ქვეწარმავალი "ძმები" იზრუნებენ, რომ დავეტიოთ!
edika
გარეთ რამ გაგაშვებია კაცვა, გლახათ არსა წაყერყეტდეს, ჯერ მთლა ბოვშვი ყოფილარიან.
შავი გოგია
გაზრდილიყო კაცო და იგრე გეეშვა
ქართველი კაცი
გარეთ რომ გაუშვი სადილი ვერ აჭამე? საგზალი გაგეტანებინა კიდევ..... ვაი თვენს პატრონს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?