ყველაზე გრძელი კატა მსოფლიოში
ყველაზე გრძელი კატა მსოფლიოში
კატა ლუდო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. სააგენტო UPI-ს ცნობით, ის მსოფლიოში ყველაზე გრძელ შინაურ კატად აღიარეს.

ლუდოს სიგრძე ცხვირიდან კუდის წვერამზე 119 სანტიმეტრს შეადგენს. ის წინა რეკორდსმენზე, სტიუარტ გილინგტონზე (123 სმ.) მხოლოდ 4 სანტიმეტრითაა მოკლე.
ლუდო ამერიკული მეინ-კუნის ჯიშის კატაა.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი კატა ბრიტანეთის ქალაქ უეიკფილდში ცხოვრობს. პატრონის თქმით, ის ძალიან ზარმაცია. გარდა ამისა, მისი სიგრძის გამო, კატა მოუქნელია.

ოჯახში ეს ჯიში ჰარი პოტერის ფილმის ყურების მერე მოეწონათ, რადგან ფილმის ერთ-ერთი გმირის კატა სწორედ ამ ჯიშის იყო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?