ქუჩის კატა ედი ავსტრალიის პოლიციის თანამშრომელი გახდა
ქუჩის კატა ედი ავსტრალიის პოლიციის თანამშრომელი გახდა
ქუჩის კატა ედი ავსტრალიის პოლიციის რიგებში მიიღეს. ამის შესახებ ახალი სამხრეთ უელსის დეპარტამენტის ფეისბუქზე იტყობინებიან.

სერჟანტ კაილი რიდდელის თმით, მოხეტიალე კატა სამსახურში იმის გამო მიიღეს, რომ მღრღნელების პრობლემა მოესპოთ. ბოლო პერიოდში მღრღნელებმა პოლიციის თავლას შეუტიეს. ედიმ შესანიშნავად გაართვა თავი მიცემულ დავალებას.

Zooclub

სერჟანტმა ედის დღის განრიგზე ისაუბრა.

“სამუშაო საათებში კატა ყველა თანამშრომელს უკან დასდევს, ხოლო ამის მერე ის თავლებში პატრულირებს. როდესაც იქ დალაგებას იწყებენ, ედი დასაძინებლად მიდის”, - ამბობს რიდლი.

Zooclub

პოლიციის ფეისბუქზე ედის ფოტოების ქვეშ კომენტარებში მკითხველი აღფრთოვანებულია კატის სერიოზულობით და
მადლობას უხდიან პოლიციელებს მისი შეფარებისა და დასაქმებისთვის.

Zooclub

“პოლიციელი კატა ედი სიყვარულისა და ყურადღების წყალობით ძალიან
ლამაზი და მოვლილია. ის ნამდვილად ბედნიერია”, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

Zooclub
celi
არაჩვეულებრივი ფისუნიაა, ისიც თავისებურად ებრძვის "კრიმინალს".
ფისო
ყველა კატა ბუნების მიერ შექმნილი შედევრია, ულამაზესი და უსაყვარლესი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?