"ბობო უპატრონო კნუტი იყო. ის მაღაზიაში ქუჩიდან მოიყვანეს. ეს მოხდა 9 წლის წინ. დღეს ის ხვდება მყიდველებს და მაღაზიაში გიდობას უწევს. ბობო მათ აჩვენებს, რა სად დევს და, რაც მთავარია, ის მუშაობს შესვენების გარეშე."-ამბობს გოგონა.
ენნის თქმით, მაღაზიაში მუშაობა 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ კატას თავად უვლის.
ერთი წლის წინ ბობოს საკუთარი გვერდი შეუქმნეს
"ის თავის საქმიანობას ჩემზე კარგად ასრულებს. ბობო ემსახურება მყიდველებს, ხვდება მათ და აცილებს, ხოლო თუ სადმე მოსაწვევი ბარათი ან სურათი დავარდა, ჯდება მის სიახლოვეს, რათა თანამშრომლებმა მალე ვიპოვოთ და თავის ადგილზე დავაბრუნოთ."-ამბობს ენნი.
ინტერნეტ მომხმარებლები აღფრთოვანებულნი არიან კატის ერთგულებით თავისი სამსახურის მიმართ, თუმცა, ზოგიერთები აღნიშნავენ, რომ ბობოსთვის აუცილებელია დასვენების დღეები ისევე, როგორც სხვა თანამშომლებისთვის.
ასევე იხილეთ:
ძაღლი, რომელიც მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს
როცა მოხუცს მაღაზიაში წასვლა აღარ შეეძლო, თავის ძაღლს მისცა კალათა და...
ძაღლი ძეხვის საყიდლად მაღაზიაში ყოველდღე მარტო დადის