ლონდონის მეტროში თავშესაფრის კატების ფოტოები გამოჩნდა (+ფოტო & ვიდეო)
ლონდონის მეტროში თავშესაფრის კატების ფოტოები გამოჩნდა (+ფოტო & ვიდეო)
ლონდონის მეტროპოლიტენი კატებმა დაიპყრეს. Clapham Common station-ის გაჩერების ყველა რეკლამის აბრაზე უსაყვარლესი კატების ფოტოები იწონებს თავს.

ლონდონის მეტროში თავშესაფარში მცხოვრები კატების ფოტოები გაჩნდა

ფოტომოდელები დიდი ბრიტანეთის ორი თავშესაფრის Battersea-სა და Cats Protection-ის მცხოვრები ფისოები არიან. კამპანიის ინიციატორი საქველმოქმედო საზოგადოება "The Citizens Advertising Takeover Service"-ია (CATS), რომელმაც Kickstarter-ზე თანხის შეგროვებას გაუკეთა ორგანიზება. საჭირო თანხა 23 000 ევრო ნახევარ წელიწადში შეგროვდა.

”მეტროს სადგური ფანტასტიკურად გამოიყურება და ჩვენ თქვენს გარეშე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით! თუ ლონდონში იმყოფებით, თუ შეიძლება, ჩადით და ნახეთ. კამპანია
2 კვირის მანძილზე გაგრძელდება!”, - წერენ პროექტის ორგანიზატორები.


იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?