ამერიკელმა მეხანძრეებმა კატა პატარა ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს (+ვიდეო)
ამერიკელმა მეხანძრეებმა კატა პატარა ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს (+ვიდეო)
ქალაქ ეიმსში (აშშ, აიოვას შტატი) მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან კატა გამოიყვანეს. მაშველებმა ცხოველის, სახელად კლეო, სუნთქვა პატარა ჟანგბადის ნიღბით აღადგინეს. მომხდარის ვიდეოჩანაწერი დეპარტამენტის ფეისბუქგვერდზე 6 სექტემბერს გამოქვეყნდა. 6 დღის მანძილზე ვიდეორგოლი დაახლოებით 400 000-ჯერ ნახეს.

როგორც სოცქსელში იტყობინებიან, მეხანძრეები პატარას სიცოცხლისთვის 30 წუთზე მეტ ხანს იბრძოდნენ. მას მერე, რაც კატის მდგომარეობა გამოსწორდა, მომდევნო მკურნალობისთვის ერთ-ერთ ადგილობრივ ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

Zooclub

ამჟამად კატა მკურნალობის კურსს გადის.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?