მეცნიერებმა ახსნეს, თუ როგორ ახანგრძლივებენ კატები ჩვენს ცხოვრებას
მეცნიერებმა ახსნეს, თუ როგორ ახანგრძლივებენ კატები ჩვენს ცხოვრებას
ჩვენ შევკრიბეთ ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კატები არა მხოლოდ ფოტოგენურები არიან, არამედ საოცრად დიდი სარგებლობა მოაქვთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

კატები კურნავენ
კატის კრუტუნი ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს. თუმცა, მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს, რანაირად წარმოიქმნება ეს ბგერა. ყველამ ვიცით, რომ კატა კრუტუნებს. და ეს დადებითად აისახება ადამიანის უნარსა და რეგენერაციაზე. კატები სპეციალური თერაპევტული ვიბრაციის დიაპაზონში კრუტუნებენ.

საშუალოსტატისტიკურად, კატა კრუტუნებს 25-დან 150 ჰერცამდე. ეს ე.წ. “თერაპევტიული” დიაპაზონია. ამ ფაქტს არაერთი კვლევა მიეძღვნა, ამგვარად კატის კრუტუნით შეიძლება მოტეხილობების განკურნება, დაზიანებული კუნთის აღდგენა და
ქოშინისგან განთავისუფლებაც კი.

კატები თქვენს ცხოვრებაში
სტრესს ამცირებენ

გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ კატების პატრონები საშუალოდ ნაკლებ სტრესს განიცდიან. მეორე ადგილზე ძაღლების პატრონები მოდიან. ყველაზე მეტად სტრესს განიცდიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ შინაური ცხოველები.


კატებს შეუძლიათ გულის შეტევის რისკი 40%-მდე შეამცირონ
მეცნიერებმა მინესოტის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ კატის ყოლა სახლში გულისათვის სასარგებლოა. გამოკვლევეში მათ გაარკვიეს, რომ ადამიანები, ვისაც არ ყავთ კატა, 40%-ით ხშირად ემართებათ გულის შეტევა.

მაგრამ რატომ? აი, მათი ახსნა: “ამის ყველაზე ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ კატებს შეუძლიათ სტრესისა და ღელვის მოხსნა და ამ სინთეზით გულსისძარღვთა დაავადებების რისკიც”.


მაგრამ ფაქტებთან სიფრთხილეა საჭირო. დიახ, კვლევებმა გვიჩვენა, რომ კატებს შეუძლიათ შეამცირონ სტერსი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და პოტენციურად შემოგთავაზოთ კრუტუნისმაგვარი თერაპია, მაგრამ ეს დასკვნები უფრო საშუალოსტატისტიკურ კატების მფლობელების ცხოვრების სტილზე ლაპარაკობს, ვიდრე კატებზე, როგორც ჩვენ სხეულზე მისტიურ მფლობელებზე. თუმცა.. ვინ იცის?!

juna
კატებს ბუნებისგან ჯილდოდ აქვთ თვისება; თავი მოგაწონონ და თავი შეგაყვარონ, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ თქვენს ჯანრთელობაზე დადებითად მოქმედება, ზრუნვა, და თქვენი გახალისება. თქვენ შეგიყვარდებათ ყველა კატა, ყველა ძაღლი და ყველა ადამიანი. შეგიყვარდებათ ფლორა და ფაუნა, სიცოცხლე და ცხოვრება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?