კატა 7 პიტბულსა და მათ პატრონს თავს დაესხა
კატა 7 პიტბულსა და მათ პატრონს თავს დაესხა
საოცარი შემთხვევა მოხდა კანადის ქალაქ ვიქტორიაში. გააფთრებული კატა, სახელად ბეიბი, ქუჩაში მოსეირნე 7 პიტბულსა და მით პატრონს თავს დაესხა.

შედეგად, ძაღლებმა და პატრონმა უამრავი ნაკაწრი და ნაკბენი მიიღეს. "ქალმა მთელი ღამე კლინიკაში გაატარა."- წერს "Mirror"-ი.

ბეიბის პატრონის თქმით, ის არ ელოდა თავისი საყვარელი კატის ასეთ აგრესიულ  ქცევას.

"ძაღლები ძალიან ახლოს მივიდნენ მასთან, როდესაც ის თავის კნუტთან ერთად სეირნობდა. ბეიბიმ იგრძნო საშიშროება და პიტბულებს პირველი დაესხა თავს. ის თავის კნუტს იცავდა." - ამბობს კატის პატრონი.

თავიდან ძაღლებს არ უფიქრიათ კატისთვის ზიანის
მიყენება. ჩხუბის დროსაც ისინი თავის დაძვრენას ცდილობდნენ. ბეიბიმ მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი მიიღო, თუმცა, სერიოზულად არ
დაშავებულა, რაც არ ითქმის პიტბულებზე. ყოველ მათგანს სახე საშინლად დაკაწრული და დაკბენილი ჰქონდა.

საბედნიეროდ, კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდა. კატის პატრონმა პიტბულების მფლობელს 222 დოლარის ჩეკი გამოუწერა, ამასთანავე, ქალის მკურნალობისა და ცხოველებისთვის ვეტერინარული მომსახურების ხარჯები სრულად დაფარა.

ასევე იხილეთ:

კატა და ძაღლი - როგორ მივაჩვიოთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას!

დედა ვირთხის დაუნდობელი ბრძოლა გველთან შვილის დასაცავად
კოლა
ისეთ წამლებს აძლევენ ძაღლებს,რომ სირისტიანებივით დადიან,არაფერი ძაღლის აღარ აქვთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?