ის ადამიანები, ვისაც კატები უყვარს
ის ადამიანები, ვისაც კატები უყვარს
ხშირად ამბობენ რომ ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან: ფისომოყვარულები და ძაღლების მოყვარულები. ეს ორი სხვადახვა სახეობის შინაური ბინადარი ტემპერამენტით რადიკალურად განსხვევულნი არიან. კატები დამოუკიდებელი არსებები არიან, ხოლო ძაღლები-  პატრონებზე დამოკიდებულნი. 

როგორ ადამიანებს უყვართ კატები და ხართ თუ არა თქვენ მათ შორის?

დაკავებული ადამიანი

თუ თქვენ ყოველთვის სადღაც გეჩქარებათ და დრო თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა ფისომოყვარულთა რიცხვს მიეკუთვნებით. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ცხოველივით კატასაც სჭირდება მოვლა და ყურადღება, ძაღლთან შედარებით მასზე ზრუნვა ძალიან იოლია.

ძაღლისგან განსხვავებით, კატას არ სჭირდება გასეინება დღეში რამდეჯერმე.
მთავარია, ხშირად წმინდოთ მისი ტუალეტის ქვიშა და მოგწონდეთ, როცა მას თქვენს გვერდით ძინავს.

მარტოხელა ადამიანი

თუ თქვენ ცხოვრობთ მარტო და მიჩვეული ხართ სიმშვიდეს, რა შეიძლება იყოს იმაზე კომფორტული, სახლში გყავდეთ მშვიდი და ალერსიანი არსება? მელანქოლიური განწყობისას შეგიძლიათ ბეწვზე ხელი გადაუსვათ თქვენს შინაური ბინადარს და მაშინვე დადებითად შეიცვლება თქვენი ხასიათი.

ბუნებით მშვიდი ადამიანი

უდავოა არსებობს გამონაკლისიც, თუმცა თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ კატის კომპანიაში ყოფნით, თუ თქვენ არ გიყვართ ხმაური და ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. არსებობენ ხმაურიანი კატებიც, მაგალითას სიამის, მაგრამ მისი კნავილი უფრო მშვიდი მოგეჩვენებათ, ვიდრე ძაღლის ყეფა. ასე რომ, მშვიდ ადამიანებს უყვართ მშვიდი ცხოველები.

ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული სტრესი აქვთ

ყოველდღიურმა დამღლელმა სამუშაო გრაფიქკმა შესაძლოა ადამიანებში სტრესი გამოიწვიოს. ასევე თუ მარტო ზრდით ბავშვებს ან მუშაობთ მენეჯერად ხალხმრავალ დაწესებულებაში. სტრესული ფონი განსაკუთრებით დიდი ქალაქების მცხოვრებთა სენია, სადაც დრო ძალიან სწრაფად მიდის, რომელსაც არ უნდა ჩამორჩე. ფუმფულა კატა, დამღლელი სამუშაოს შემდეგ, დაგეხმარებათ განტვირთვასა და სტრესის დაძლევაში. რა შეიძლება ფისომოყვარულთათვის იყო იმაზე უკეთესი, როდესაც დაღლილი მიუჯდებით ტელევიზორს და ოთხფეხა მეგობარი თბილად მოგადებთ თავს.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ "ადამიანი-კატა" ხართ

როგორ გეუბნებათ კატა "მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ "

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?