კატამ ახალგაზრდას გამოსაშვები საღამოს პარტნიორი შეუცვალა
კატამ ახალგაზრდას გამოსაშვები საღამოს პარტნიორი შეუცვალა
"ამერიკის შტატ მერილენდში მცხოვრებმა, რომელიც გამოსაშვებ მეჯლისზე წასვლის წინ წყვილის გარეშე დარჩა, საღამოზე თავისი კატა დაპატიჟა", - ამის შესახებ Cosmopolitan-ი იუწყება.


17 წლის სემ სტაინგარდმა ცხოველისთვის, სახელად რუბი, მოამზადა ვარდისფერი კაბა და კედები. თავად კი კოსტუმში გამოეწყო.

გამომცემლობის ინფორმაციით, მერილენდის მცხოვრები არ აპირებს რუბის მეჯლისზე წაყვანას, იმიტომ რომ ცხოველმა იქ შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოს თავი. თუმცა, ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ სამახსოვრო ფოტო გადაეღო და ფისო ყველასთვის მის თანამგზავრად გაეცნო.

სემის ძმამ ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. 24 საათში ფოტო 800
000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?