ტესტი: მზად ხართ აიყვანოთ კნუტი ან კატა?
ტესტი: მზად ხართ აიყვანოთ კნუტი ან კატა?
არაერთხელ გინახავთ ფუმფულა კნუტი, რომელიც თქვენში იწვევს დიდ სიყვარულსა და სითბოს. დიდი კეთილი თვალები, რბილი ბეწვი და სასიამოვნო კრუტუნი. ზოგჯერ ხვდებით, რომ ძალიან გინდათ სახლში თქვენც გყავდეთ მსგავსი ბინადარი. ეს ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც ითხოვს გარკვეულ ცონდას, სიახლისთვის მზაობასა და ფსიქოლოგიურ მომზადებას. 

ქვევით მოყვანილი ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ მზად ხართ თუ არა კატის/კნუტის აყვანისთვის.

კითხვა 1. რითი გამოკვებავთ თქვენს შინაურ ბინადარს?

ა. "ვისკასი", "კითიკეთი" და სხვა;
ბ. ნატურალური საკვებით (ქათმის, საქონლის ხორცი, ბოსტნეული, ბურღულეული);
გ. პრემიუმ კლასის მშრალი ან დაკონსრევებული სპეციალური
საკვები;
დ. მაგიდაზე დატოვებული საკვების ნარჩენებით.

კითხვა 2. რისთვის არ დაინანებთ ფულს?

ა. კატისთვის საჭიროა
დიდი თანხის დახარჯვა?
ბ. კატის საკვებისთვის;
გ. კატის საკვებისთვის, მისი სათამაშოებისთვის, სახლისა და ჩანთა - კონტეინერისთვის;
დ. ვუყიდი ჩემს შინაურ ბინადარს ყველაფერს, რაც მისთვის  იქნება საჭირო.

კითხვა 3. როგორ მოაგვარებთ პრობლემას, რომელიც კატის გამრავლებას უკავშირდება?

ა. სტერილიზაცია/კასტრაცია;
ბ. მინდა, რომ ჩემმა შინაურმა ბინადარმა კნუტები იყოლიოს;
გ. ჰორმონალური მედიკამენტებით;
დ. არასოდეს დავინტერესებულვარ ამ პრობლემით.

კითხვა 4. რატომ მიიღეთ კატის/კნუტის აყვანის გადაწყვეტილება?

ა. ძალიან მიყვარს ეს ფუმფულა არსებები;
ბ. იმიტომ, რომ თავი არ ვიგრძნო მარტოსულად;
გ. კატის აყვანა ჩემი ოჯახის წევრის გადაწყვეტილებაა.
დ. დიდი ხანია მინდოდა შინაური ბინადრის აყვანა, კატა კი ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია.

კითხვა 5. როგორ ემზადებით ან მოემზადებით, სანამ სახლში კატას მიიყვანთ?

ა. რა საჭიროა მომზადება? სახლში საკვები ყოველთვის მაქვს;
ბ. ვიყიდე კატისთვის განკუთვნილი ტუალეტის აქსესუარები;
გ. წავიკითხე სასარგებლო ინფორმაცია;
დ. ვიყიდე ყველა საჭირო ნივთი (საკვები, ტუალეტის მოწყობილობა, სათამაშოები, საკვები ჯამი და ა.შ.) და ასევე დაწვრილებით წავიკითხე სტატიები, თუ როგორ უნდა მოვუარო კატას.

კითხვა 6. რას გააკეთებთ, თუ თქვენი კატა ავად გახდება?

ა. წავიყვან ვეტერინართან;
ბ. არ მინდა ამაზე ფიქრი;
გ. ყუარდღებით მოვუვლი: გამოვკვებავ, მოვეფერები;
დ. ინფორმაციას მოვიძიებ ინტერნეტით შინაურ ბინადრებსა და მათ დაავადებებზე.

კითხვა 7. სად ცხოვრობთ?

ა. სოფელში მდებარე პატარა სახლში;
ბ. დიდ კერძო სახლში;
გ. ქალაქში, კორპუსის ბინაში;
დ. საერთო საცხოვრებელში ან ნაქირავებ ბინაში.

ქულები:

კითხვა 1. ა-1, ბ-2, გ-3, დ-0.
კითხვა 2. ა-0, ბ-1, გ-2. დ-3.
კითხვა 3. ა-3, ბ-2, გ-1, დ-0.
კითხვა 4. ა-3, ბ-2, გ-0, დ-1.
კითხვა 5. ა-0, ბ-1, გ-2, დ-3.
კითხვა 6. ა-3, ბ-0, გ-1, დ-2.
კითხვა 7. ა-2, ბ-3, გ-1, დ-0. 

ტესტის შედეგები:

0-6 ქულა: თქვენ არ უნდა აიყვანოთ კატა, რადგან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხის მიმართ. ასეთ პატრონებთან შინაური ბინადრები დიდხანს ვერ ცოცხლობენ.

7-14 ქულა: არ იჩქაროთ. დასაწყისისთვის გაეცანით საჭირო ინფორმაციას, რომელიც ეხება კატის მოვლას. იყიდეთ შინაური ბინადრისთვის ყველა საჭირო ნივთი. მოემზადეთ იმისთვის, რომ კნუტს/კატას სჭიდება მოვლა და გარკვეული ფინანსური ხარჯიც. ამის შემდეგ, შეგიძლიათ აიყვანოთ შინაური ცხოველი.

15-21 ქულა: თქვენ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა გაქვთ. ამიტომ 100 %-ით მზად ხართ შინაური ბინადრის აყვანისთვის. თქვენთან ერთად ყველა  ცხოველი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს.

ასევე იხილეთ:

ტესტი: როგორი მახსოვრობა აქვს თქვენს ძაღლს?

ტესტი - "რომელი ცხოველი შეგეფერებათ?"

ტეგები
MIRABELLA
გავაჩუქებ ულამაზეს კნუტებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?