როგორ გავაკეთოთ კატისთვის სახლი? (+ვიდეო)
როგორ გავაკეთოთ კატისთვის სახლი? (+ვიდეო)
იმისათვის რომ კატისთვის პატარა სახლი და ასევე სამალავი შექმნათ, თქვენ დაგჭირდებათ: მამაკაცის მაისური, რომელიც იქნება დიდი ზომის, ასევე ბრტყელტუჩა, 2 მავთულის ტანსაცმლის საკიდი და მუყაო, რომელიც სახლის ძირი იქნება.

როგორ გავაკეთოთ?

რაც მთავარია, სახლის გაკეთებისას არ გამოიყენოთ წებო, რადგან კატას მისი სუნი არ მოსწონს და შეიძლება არც კი მიუახლოვდეს ახალ სამალავს.

გახვრიტეთ მუყაოს გვერდები ოთხივე კუთხეში (40 x 40).  ტანსაცმლის საკიდს მოაჭერით კაუჭი, დარჩენილი ნაწილი კი ბრტყელტუჩას დახმარებით გაასწორეთ. გაუყარეთ ის მუყაოს კუთხეში და ბოლოებში გაუკეთეთ კაუჭი. იგივე გაიმეორეთ მეორე ტანსაცმლის
საკიდით.

მავთულის საკიდები მუყაოზე უნდა იყოს ჯვარედინად. კარკასს ზემოდან ჩააცვით მაისური ისე, რომ კატამ საყელოდან
შეძლოს სამალავში შეძრომა. სახლი ძირის მხარეს, გარედან დაამაგრეთ ქინძისთავებით, რათა მაისური ზევიდან მყარად იყოს.

დააფინეთ მასში რბილი ქსოვილი და დაელოდეთ, როდის მოინდომებს თქვენი ოთხფეხა მეგობარი თავის ახალ სახლში შეძრომას.

იხილეთ ვიდეო, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები სახლის გაკეთების პროცესი.

ასევე იხილეთ:

გააკეთეთ თქვენი ძველი ტანსაცმლისგან ძაღლის საწოლი

კატის უცნაური სახლები

დაიკარგა ძაღლი! - რა უნდა გავაკეთოთ?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?