დაკარგული კატა 3 წელი კატების საკვებ ქარხანაში ცხოვრობდა
დაკარგული კატა 3 წელი კატების საკვებ ქარხანაში ცხოვრობდა
ბრიტანელიმა ცოლ-ქმარიმა ტანია და ჯონათან აირონსებმა 2014 წელს დაკარგეს 11 თვის კატა, სახელად კლაივი. შეშფოთებული პატრონები მას ყველგან ეძებდნენ - ქუჩაში ათავსებდნენ კლაივის ფოტოებს, განცხადებას ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში და ა.შ.

დიდ ხნიანი ძებნის შემდეგ ოჯახი შეეგუა ცხოველის დაკარგვას, თუმცა, ერთმა სატელეფონო ზარმა ყველაფერი შეცვალა. ცოლ-ქმარს ვეტერინარული კლინიკიდან დაუკავშირდნენ, სადაც მიიყვანეს  კატა, რომელიც აირონსების მისამართზე იყო რეგისტრირებული.

პატრონები დაუყოვნებლივ მივიდნენ კლინიკაში, მაგრამ თავიანთი შინაური ბინადარი ძლივს იცნეს - უზარმაზარი, ჭარბწონიანი ცხოველი ცოტა რამით თუ წააგავდა 3 წლის წინ დაკარგულ პატარა და
საყვარელ კატას. კლაივმა დანახვისთანავე იცნო თავისი პატრონები.

Zooclub

კლაივი-სახლიდან გაიპარებოდა


ვეტერინარმა კატის მფლობელებს უამბო, თუ სად იყო
მათი შინაური ბინადარი:

როგორ აღმოჩნდა, კლაივი 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა კატების საკვების დასამზადებელ ქარხანაში. იგი მდებარეობდა მათი სახლიდან სამი კილომეტრის დაშორებით. ქარხნის საწყობში, რომელიც 2000 კვ.მ-ია , ინახებოდა სხვადასხვა ხარისხისა და სახეობის საკვები. ამ დროის განმავლობაში არავის შეუმჩნევია საწყობში მობინადრე კატა, თუმცა, მუშები ამჩნევდნენ, როგორ აკლდებოდა დაფასოებულ საკვებს წონა. მათ საწყობში მახე დააგეს და მხოლოდ 1 კვირის შემდეგ დაიჭირეს " ქურდი". ქარხნის თანამშრომლებმა კატა წაიყვანეს ვეტერინართან, რომელმაც ცხოველი პატრონებს გადასცა.


Zooclub
კლაივი პოვნის შემდეგ



Zooclub
კლაივი (მარჯვნივ) და თავისი ძმა

ტანია აირონსი (კატის პატრონი) ვარაუდობს, რომ კლაივს სახლიდან გაქცევში დამნაშავე, მისი ორი ძმა-ლენომი და ჯორჯემია, რომლებიც არასოდეს აცლიდნენ კლაივს საკვების მიღებას და მის წილსაც ითვისებდნენ. ქარხანაში გატარებული პერიოდის შემდეგ ის უფრო გაიზარდა, ვიდრე მისი ძმები.

ასევე იხილეთ:

ძაღლებმა ავტომობილი "გაიტაცეს"

სელაპი ყოველდღე სტუმრობს რესტორანს და ძაღლივით საკვებს ითხოვს

"კატა-კლეპტომანმა" მამაკაცის 60 წინდა და საცვალი მოიპარა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?