დააკვირდით კატას - განიცდით თუ არა მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას?
დააკვირდით კატას - განიცდით თუ არა მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას?
კატა საყვარელი და ნაზი არსებაა, რომელიც ცხოვრობს ჩვენს გვერდით. ის არა მხოლოდ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, არამედ გააჩნია ისეთი ზებუნებრივი ინსტინქტები, რომლებიც ადამიანისთვის უხილავია. ეს არაერთხელ დაამტკიცეს სპეციალისტებმაც.
კატა ხშირ შემთხვევაში მიგანიშნებთ, როგორი ადამიანი დგას თქვენს გვერდით. თუ ამ დროს კატის ქცევებს კარგად დაუკვირდებით, ის დაგანახებთ ამ ადამიანის ენერგეტიკასა და ხასიათს.

ამიტომ, თუ კატამ შეამჩნია ადამიანის აურის დაბინძურება, მისი საქციელი შესაძლოა გახდეს არაადეკვატური. 

კატა - კარმის ინდიკატორი

ადამი
ანების უმეტესობა კატების მიმართ დადებითადაა განწყობილი, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ცხოველის დანახვისას ზიზღის ან შიშის შეგრძნებას განიცდიან. ამ ადამიანებს კატა აღიზიანებს, ხელს უშლის და მათ უჩნდებათ სურვილი დაუყოვნებლივ
გააგდონ ის. ერთი შეხედვით, გასაკვირი ამ ფაქტში არაფერია. უყვარდეს თუ არ უყვარდეს კატა, ეს ხომ მისი საქმეა? თუმცა, ადამიანებისგან მსგავს ქმედებას თავისი მიზეზი აქვს.

შინაურ კატას ოჯახში იგივე უფლებები გააჩნია, როგორიც - შინაურ ძაღლს. ეს უკანასკნელი ადამიანმა მრავალი საუკუნის წინ მოიშინაურა და მას ყოველთვის თავისი დანიშნულება ჰქონდა - ნადირობა, დაცვა, ასრულებდა დარაჯის როლს, მაგრამ კატების მხრივ, ყველაფერი სხვაგვარადაა.

Zooclub

კატის დანიშნულება ოჯახში

სახლიდან თაგვებისა და ვირთხების განდევნა მხოლოდ დათვური სამსახურია. კატის მთავარი დანიშნულება მავნებლების განადგურება არაა. კატას აქვს უნიკალური ბიოენერგეტიკული სისტემა. მას შეუძლია გარემო ბიოველის მართვა. მეტიც, მისი თვითნებურად შეცვლაც.

კატის მფლობელების მიერ მოთხრობილი ამბები, იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო ცხოველმა პატრონისთვის შეემსუბუქებინა თავის ტკივილი, დახმარებოდა წნევის დარეგულირებაში, მითს არ წარმოადგენს. ადამინის ორგანიზმში ყოველგვარი ტკივილი წარმოიქმნება აურის დაბინძურების შედეგად, კატა ამას გრძნობს და ეხმარება პატრონს.
თუმცა, ამ ფუმფულა ცხოველის ნიჭი ამითი არ მთავრდება. კატას აქვს უნარი ადამიანის კეთილდღეობაზეც იზრუნოს. როდესაც პატრონის ცხოვრებაში სიმშვიდეა, კატას ხანგძლივად ძინავს, იცავს ჰიგიენას და მას კარგი მადა აქვს. თუ თქვენი ბინადარი უმიზეზოდ იწყებს ნერვიულობას, წყვეტს თავის მოვლას (ბეწვი ხდება უხარისხო, არ იბანს თათებით პირს და ა.შ.), მიირთმევს ნორმაზე მცირე რაოდენობით საკვებს, ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში პრობლემები არის ან იწყება.

Zooclub

კატა ასევე მგრძნობიარეა, როდესაც ოჯახში ხშირი ჩხუბია. შესაძლოა ვერ გრძნობთ, თუმცა, ოჯახის წევრებს შორის ჩხუბის დროს, ის აუცილებლად ირჩევს ერთ-ერთს, რომელსაც მხარს უჭერს. განსაკუთრებით უთანაგრძნობს იმ ადამიანს, რომელიც უსამართლოდ იჩაგრება. მაგალითად, თუ უსამართლოდ დასჯით შვილს, ის აუცილებლად მიუახლოვდება ბავშვს და მოეფერება. შეეცდება დაამშვიდოს პატარა და დააბალანსოს მისი სულიერი მდგომარეობა.

ისევე, როგორც ყველა მგრძნობიარე ურთიერთობა, ადამიანისა და კატის ურთიერთობაც ომხრივია. კატა სულიერად გრძნობს პატრონს და პირიქით. სწორედ ამიტომ, იშვიათია ადამიანი, რომელიც ამ ცხოველის მიმართ გულგრილია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი უკიდურესობაა - სიმპატია ან ანტიპატია, თუმცა, ეს უკანასკნელი ვერასოდეს აგიხსნით, რატომ ვერ იტანს ამ ცხოველს.

ალქოჰოლიკების 90 % ვერ იტანს კატას. ის ქალები, რომლებიც ვერ აწყობენ პირად ცხოვებას, ხშირად ამბობენ: "ვერ ვიტან კატებს!" ბავშვები, რომლებიც ოჯახში ან სასწავლებელში ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ყოველთვის ცდილობენ ცხოველს რაღაც დაუშავონ - უმიზეზოდ ტკივილი მიაყენონ ან სიცოცხლეს გამოასალმონ. მსგავსი მაგალითები შესაძლოა მრავლად მოვიყვანოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებში, რომელთა კარმაც დაბინძურებულია, კატები იწვევენ უარყოფით ემოციებს. ასეთი ადამიანები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, როგორ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, რათა უფრო ნათელი და ბედნიერი გახდეს მათი ყოფა.

სწორედ მას შემდეგ, ეს პატარა, ფუმფულა არსება აღარ გამოიწვევს სხვა შეგძნებას, გარდა ღიმილისა.

ასევე იხილეთ:

რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?

პარანორმალური კატები - უცნაური არსებები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს იცავენ

5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ

ta
და 3 თVის კნუტისგან ეგ ყველაფერი არის მიზანშეწონილი? უველას ეფრრება და კრუტუნებს
manana-sh
ყველაფერი ზუსტადაა ასახული სტატიაში, მადლობა ავტორს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?