კატა ყველაზე ფერადი ტანსაცმლით ინსტაგრამს იპყრობს (+ფოტო)
კატა ყველაზე ფერადი ტანსაცმლით ინსტაგრამს იპყრობს (+ფოტო)
როდესაც ამ მოვლილ კატა-მოდელს უყურებთ, არასოდეს მოგივათ აზრად, რომ პიცუშიმ თავისი ცხოვრება დაიწყო ქუჩაში, სადაც სიცივე ძვლებში ატანს, ყოველ წამს გშია, ხოლო ძაღლებსა და ბავშვებს კი აჯობებს გაექცე. მაგრამ მადლობა ღმერთს, ახლა ამ უსაყვარლეს კატას ყველაფერი კარგად აქვს. უკეთესადაც კი. მისი პატრონი მოდის მოყვარული აღმოჩნდა, რომლის სიყვარულიც თავის უსაყვარლეს ბინადარს გაუზიარა.

პიცუშის პატრონი არ ამხელს თავის სახელს, იგი მხოლოდ ამბობს, რომ თავისი კატა ცოცხალმკვდარი აიყვანა ქუჩიდან, მოუარა, უმკურნალა და ახლა მას ისეთი ცხოვრება აქვს, რომ ყველას, ვისაც კი ოდესმე უნდოდა მისი
გაბრაზება, ძალიან შეშურდება.

პატრონი თავის "გლამურის კატას" "მიაუდელს" ეძახის და დარწმუნებულია, რომ პიცუში თავისი ცხოვრებით
ტკბება. ძალიან გვინდა ეს დავიჯეროთ, რადგან ბევრი კატა არ მისცემდა უფლებას რაიმე ზედმეტი ჩაეცვათ მისთვის და სტუდიაში ნათურების განათება უზომოდ დაღლიდა.

გადაღების დროს არც ერთი კატა არ დაზარალებულა. გლამურული წამწამები კი ფოტოშოპის დახმარებით გაუკეთდათ.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?