კატები ომში (+ფოტო)
კატები ომში (+ფოტო)
ყველასთვის ცნობილია, რომ ძაღლები მონაწილეობდნენ ომში, თუმცა, რა თქმა უნდა, კატების გარეშე ვერც აქ გამოვიდოდა რამე. პირველად კატები საომარ მოქმედებებში 2 500 წლის წინ იღებდნენ მონაწილეობას - ძველ ეგვიპტელებსა და სპარსელებს შორის ომის დროს. ძველ ეგვიპტეში კატა წმინდა ცხოველად ითვლებოდა და თუ ეგვიპტელი მოკლავდა კატას, თუნდაც გამოუვალი მდგომარეობის დროს, სიკვდილით სჯიდნენ.

სპარსელებმაც გადაწყვიტეს კატები ფარის მაგიერ გამოეყენებინათ. შეტაკების დროს მეფე კამბიზის მებრძოლებს ხელში აყვანილი კატები მიჰყავდათ და ეგვიპტელები ვეღარ იბრძოდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ შემთხვევით არ დაეჭრათ, ან არ მოეკლათ ეს წმინდა
ცხოველი. სპარსელები ადვილად მიიწევდნენ წინ და
ეგვიპტელები ვერაფერით ახერხებდნენ მათთვის ხელის შეშლას. სამხედრო მარცხის მიუხედავად, ეგვიპტელები კატების, როგორც წმინდა ცხოველების ერთგულ თაყვანისმცემლებად დარჩნენ.

თთქმის 100 წლის შემდეგ ჰეროდოტე მოგვითხრობდა, რომ ხანძრის დროს არავინ აქრობდა ცეცხლს, ყველა კატების გადარჩენით იყო დაკავებული. ადამიანები ჯაჭვად ებმებოდნენ, რომ პანიკით შეპყრობილი კატებისთვის ცეცხლისკენ გადახტომისთვის ხელი შეეშალათ. გასაგებია, ეგვიპტის წინააღმდეგ ომში რატომაც ჰყავდათ სპარსელებს კატები მოკავშირედ.

ცნობილია, რომ პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას კატები სანგრებში იმის გამო ჰყავდათ, რომ ისინი პირველები აფრთხილებდნენ გაზით შეტევის შესახებ. ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი ასევე ჰყავდათ წყალქვეშა ნავებში, როგორც ჰაერის ცოცხალი დეტექტორები.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?