მეცნიერები კატების ენის ლექსიკონს შექმნიან
მეცნიერები კატების ენის ლექსიკონს შექმნიან
ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ფონეტიკის სპეციალისტებმა უცნაური კვლევა დაიწყეს. 2021 წლამდე მათ კატის ენა უნდა გაშიფრონ. მეცნიერები აპირებენ გაარკვიონ, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა სახის კნავილი, კრუტუნი და სხვა გამოცემული ხმები. ასევე, მკვლევარებს სურთ იმის გაგება, აქვთ თუ არა კატებს დიალექტები და აქცენტები.

მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრები 50 შინაური კატის "ენის" აუდიოჩანაწერების გაკეთებას გეგმავენ. სპეციალისტები დააკვირდებიან, თუ როგორ გავლენას ახდენს ხასიათი მათ ინტონაციაზე: როგორ ხმებს გამოსცემს კატა, როდესაც ის კარგ ხასიათზეა, როდესაც უნდა თამაში, როდესაც ალერსიანია, როდესაც მშიერი ან გაღიზიანებულია.

"იმისთვის, რომ
პატრონამდე მისი გზავნილი მივიდეს, კატები შეგნებულად ცვლიან ხმის ტონალობას," - გვთავაზობენ მკვლევარები.
პროექტის წამყვანი თანამშრომლის,
სიუზანა შეტცის სიტყვით, მისი ბინადრები ნამდვილად სხვადასხვანაირად კნავიან, როდესაც დამწუხრებულები ან კმაყოფილები არიან.

"კატების ენის ლექსიკონი დაეხმარება ადამიანებს ბინადრებთან კომუნიკაციის დამყარებაში", - იმედოვნებენ მკვლევარები. ბელურ ბუნებაში კნუტები დედის ყურადღების მისაქცევად წვრილ ხმაზე კნავიან, როდესაც შიათ ან მოფერება უნდათ. გაზრდასთან ერთად ისინი ასეთ ხმებს აღარ გამოსცემენ. თუმცა, შინაური კატები მთელი ცხოვრება კნავიან და ასე ურთიერთობენ, მათ შორის ადამიანებთან," - აღნიშნავენ მეცნიერები.

ტატა
რომელი მეცნიერები,კატოლოგები?:D
fiso-gori
მე და ჩემს ფისოებს კარგად გვესმის ერთმანეტის ენა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?