ინტერნეტის მომხმარებლებისგან გაგზავნილმა კატის საკვებმა კატების კუნძული დაფარა... (+ფოტო)
ინტერნეტის მომხმარებლებისგან გაგზავნილმა კატის საკვებმა კატების კუნძული დაფარა... (+ფოტო)
აოშიმა - ციცქნა კუნძული იაპონიაში, სადაც კატების რაოდენობა ადამიანების რაოდენობას ისე შეეფარდება, როგორც 6:1-ს. წარმოიდგინეთ ის საშინელი გრძნობა, რაც კუნძულის მცხოვრებლებმა განიცადეს, როდესაც ცოტა ხნის წინ უამინდობის გამო, პროდუქტების მიწოდება კუნძულზე შეწყდა. იმისთვის, რომ არ დაეშვათ კატების აჯანყება, მცხოვრებლებმა ინტერნეტს მიმართეს.

“თუ შეიძლება გამოგვიგზავნეთ კატების საკვები”, - დაწერეს მათ ტვიტერზე.
“ჩვენ არ გვაქვს საკვების მაღაზიები. ადამიანები პირველადი მოხმარების საგნებს ყიდულობენ, როდესაც ნავით მატერიკზე გადადიან. მაგრამ ზამთარში წყლით კავშირი ხშირად შეუძლებელი ხდება".

რამოდენიმე დღის შემდეგ კუნძული შემოწირულობებით აივსო.

“თუ შეიძლება აღარ
გამოაგზავნოთ კატების საკვები აროშიმაში”, - დაიწერა ტვიტერში მოგვიანებით.

“ჩვენ იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე მოველოდით და
ამდენ საკვებს უბრალოდ ვერსად ვინახავთ. მარაგი აპრილამდე გვეყოფა. ყველას დიდ მადლობას გიხდით”.

იხილეთ ფოტოგალერეა


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?