კატა იცავდა და უყვარდა ბავშვი, სანამ ის დაიბადებოდა. დაბადების შემდეგ კვლავ გვერდიდან არ შორდება მას
კატა იცავდა და უყვარდა ბავშვი, სანამ ის დაიბადებოდა. დაბადების შემდეგ კვლავ გვერდიდან არ შორდება მას
კატა პანდა ორ წლინახევრისაა. ის დიდი მზუნველობითა და სიყვარულით გამოირჩევა თავისი პატრონის მიმართ. როცა ქალი ფეხმძიმედ იყო, კატა გვერდიდან არ შორდებოდა და მუცელზე ეხუტებოდა.

როდესაც პანდა პირველად მიიყვანეს სახლში, თავიდანვე მიეჯაჭვა პატრონს. ლაილას თქმით, კატას მის საწოლში ძინავს, სამზარეულოში საქმიანობისას მის გვერდითაა, ხოლო ფეხმძიმე პატრონის მიმართ განსაკუთრებით შეიცვალა - პანდა 9 თვის განმავლობაში ყოველთვის ცდილობდა პატრონის მუცელზე მოკალათებულიყო და ჩახუტებოდა.

Zooclub


როცა პატარა დაიბადა და პირველად მიიყვანეს სახლში, კატა თავიდან დაბნეული უყურებდა, თუმცა, შემდეგ იგრძნო ახალშობილის სუნი და მიხვდა, რომ ეს ის ბავშვი
იყო, რომელსაც 9 თვის განმავლობაში ეხუტებოდა. 

Zooclub

ლაილას თქმით, ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში პანდას პატარა
შონის გვერდით ძინავს, ეხუტება და ათბობს მას.

Zooclub

"პანდამ პირველივე დღიდან შეიყვარა ჩვილი. ყოველთვის მის სიახლოვესაა და გვერდიდან არ შორდება, როცა მძინავს და ბავშვი ტირის, პანდა ცდილობს გამაღვიძოს, რათა შონთან მივიდე."- ამბობს ლაილა.

Zooclub

პანდა ერთადერთი კატა არ არის ოჯახში. პატარა შონს კიდევ ჰყავს ფუმფულა მეგობრები, რომლებიც ასევე მზრუნველობითა და სიყვარულით გამოირჩევიან ბავშვის მიმართ.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ასევე იხილეთ:

ალკოჰოლიკი დედის მიერ მიტოვებულ ორი წლის ბავშვს მეზობლის ძაღლი კვებავდა

კატები ზრდიან სამთათა ლეკვს, რომელსაც დედა შეჭმას უპირებდა

უდედოდ დარჩენილი ლეკვები ტიროდნენ... ძაღლმა თავისი გალია გატეხა და მათ გისოსებს მიუახლოვდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?