ადამიანებმა სასტიკად მოკლულ კატას, ავტობუსის გაჩერებასთან, მემორიალი დაუდგეს
ადამიანებმა სასტიკად მოკლულ კატას, ავტობუსის გაჩერებასთან, მემორიალი დაუდგეს
ყოველი დღე ავტობუსის მგზავრები მოუთმენლად ელოდნენ 13 წლის კატა მისისთან შეხვედრას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინგლისში მდებარე Leigh Park-ის ავტობუსის გაჩერებასთან ბინადრობდა. 

სამწუხაროდ, გასულ კვირას მისი უმოწყალოდ სცემეს უცნობმა ადამინებმა.

დაშავებული კატა გაჭირვებით მივიდა 72 წლის მომვლელთან, რომელიც მასზე 9 წლის განმავლობაში ზრუნავდა.

მოხუცის შვილი The Telegraph-თან ინტერვიუში ამბობს:


"მისის თავი არაერთ ადგილას ჰქონდა გატეხილი. ცემისგან აღარც ერთი კბილი ჰქონდა. ერთი თვალი საერთოდ ამოვარდნილი იყო, ხოლო მეორე თითქოს ძაფზე ეკიდა. ასევე, სდიოდა სისხლი. ვეტერინარებმა ვერ გვიპასუხეს შეუნრაჩუნდებოდა თუ არა ერთი
თვალი მაინც და მათ შემოგვთავაზეს კატისთვის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაგვეკეთებინა. ჩემი მშობლები გაოგნებულები იყვნენ, თავიდან
უარს აბობდნენ, თუმცა, ცხოველი იმდენად იტანჯებოდა, სხვა გზა არ გვქონდა."

მას შემდეგ, რაც მისის სიკვდილი გავრცელდა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მის საპატივცემულოდ ავტობუსის გაჩერებასთან იმპროვიზირებული მემორიალი გააკეთეს. იქ უამრავი ყვავილი მიჰქონდათ კატის მოყვარულებს, ასევე - ნახატები, სადაც კატა იყო გამოსახული.

Zooclub

მისი იმდენად პოპულარული იყო, რომ მემორიალის შექმნისთვის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა თანხის შეგროვება დაიწყო. ადამიანები Twitter-ის გვერდზე გამოხატავდნენ მწუხარებას.

Zooclub

ავტობუსის მძღოლმა მემორიალთან დატოვა წერილი შემდეგი ტექსტით: "შენი ნახვა ყოველთვის დადებით განწყობას მიქმნიდა. მომენატრები."

Zooclub

ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ იპოვონ ის ადამიანი, ვინც ცხოველის მიმართ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა.

Zooclub

"ეს წამოუდგენელი საქციელია. დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს დამნაშავე."

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია თხოვნით - ვინც კი რაიმე ინფორმაციას ფლობს მისის წამებასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეატყობინონ პოლიციას.

ასევე იხილეთ:

ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში (+ვიდეო)

კატის დაკრძალვას 3 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო
natalia
უნდა იყოს კანონი და დაისაჯონ ესეთი სატანისტები..ცხოველებს ხომ არ შეუძლიათ მუშაობა მათ ჩვენ უნდა დავეხმაროთ,ისინი ხომ არაფერს გვიშავებენ.
manana-sh
giorgi-ი, ვიტირე ბევრი, ჩემი ფისოები გამახსენდა.... 2008 წელში სამი კატა და ერთი კნუტი მომიწამლეს, მეც ასევე ვთქვი მეზობლებში, მათ კი მასხარად ამიგდეს; ,,ამ ომში რამდენი დაიღუპა, ისინი იტერე, კატებს ნუ მისტირიხარო". ჩემთვის ადამიანიც და ცხოველიც ერთი ტკივილია, ვერ განვასხვავებ ამას ვერასდროს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მჯერა, ასეთ სადისტებს ცუდი დასარული ექნებათ, უარესად დაიტანჯებიან ვიდრე ეს უმწეო ცხოველები. თქვენ კი ღმერთი გფარავდეთ ასეთი კეთილი რომ ხართ
giorgi
საქართველოშიც ასეა - 6 კატა მყავდა, რა ვქნა ვერ გავაჩIქე და ვერ გადავყარე, მოკლედ, ერთი თევა ერთი კატა საშIმელი სიკვდილით მომიკვდა, ეხლაც კი ყურში ჩამესმის მისი კივილი, კივილი იყო სხვას ვერ დაარქმევ იმ ხმას რასაც საწყალი ქორფა გამოსცემდა, მითხრეს მოწამლული იქნებაო, იმავე დღეებში მეორეც დაიკარგა, მეზობელს მკვდარი უპოვია ეზოში, ისიც მოწამლეს ალბათ, არადა არავის ერჩოდნენ, საკვებსაც ყოველ კვირას ვყიდულობ და ვაჭმევ იმდენს რომ რჩებათ, რატო მომიკლეს არ ვიცი, უბანშI ვთქვი გეთქვათ და წავიყვანდი მეთქი სადმე და გავუშვებდი, ანდა ამ ტანჯვით სიკვდილს გესროლათ და მოგეკლატ ისე, მაგრამ ხმას სროლისას გავიგებდი და დედას ვუტირებდი, ეტყობა იფიქრეს, მოკლედ იმის იედი მაქვს რომ სამაგიერო მიეზღვება გამკეთებელს, შანსი არაა არ გავიგო ვინ გააკეთა... კატაზე არაა საქმე ... სულიერ არსებაზეა, რომელზეც ზრუნავ და ვიღაც გიკლავს იმიტომ რომ მის ეზოში დადის, ანდა ყვავილებს შორის შარდავს, მოკლედ ადამიანტა სახსენელი შემაჯავრეს ამ ვითომდა ჰუმანოიდებმა... რასაც მე ვუყურე და ჩამესმოდა ყურში იმედია საკუტარ თავზე გამოსცდიან...
ირმა ურუშაძე
ასეთი ადამიანები აუცილებლად დაისჯებიან. ამბობენ, კატას დაწყევლა შეუძლიაო და მისის მწამებლები, როგორც ყველა სხვა კატის მწამებლები და ზიანის მიმყენებლები, დაეწყევლოს სწორედ ამ დაზარალებულ კატებს. რამდენად განსხვავებულია ადამიანები, ვიღაცა ცხოველს აწამებს და ვიღაც მემორიალს უდგამს.
53
ვინც ეს სისსტიკე ჩაიდინა ამ კატაზე მეტი ტანჯვა ელის!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?