9 მიზეზი, რომ კატა ადამიანის საუკეთესო მეგობარია
9 მიზეზი, რომ კატა ადამიანის საუკეთესო მეგობარია
კატას შეუძლია მოგვანიჭოს დიდი სიყვარული და სითბო. თუ ამ გრძნობას ერთხელ დაეუფლები,  არასოდეს დაგავიწყდება. ჩვენ შევკრიბეთ 9 საუკეთესო მიზეზი, თუ რატომ არის კატა ერთგული კომპანიონი და საუკეთესო მეგობარი.

კატა დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე

Zooclub

კატა ერთ-ერთი ყველაზე ნაზი ცხოველია. მას მოსწონს თვლემა და მოფერება. თუ ადამიანისგან სითბო იგრძნო, გვერდიდან არ შორდება.

კატა თქვენს საიდუმლოს საიმედოდ შეინახავს

Zooclub

ოთხფეხა მეგობრებს უდიდესი უპირატესობა აქვთ - მათ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა. შეგიძლიათ კატას ესაუბროთ და ნებისმიერი დ
არდი გაუზიაროთ. სანაცვლოდ, თქვენს საიდუმლს ვერავინ გაიგებს, ხოლო ამბის გაზიარებით დარდი შეგიმსუბუქდებათ.

კატა თავს არ აგარიდებთ, ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ, ის აუცილებლად ბოლომდე მოგისმენთ

Zooclub

როდესაც პატრონი კატას ესაუბრება, მას ეს
პროცესი სიამოვნებს და ერთობა. თუ საუბრის დროს დააკვირდებით თქვენს ოთხფეხა ბინადარს, მისი მეტყველი თვალები თითქოს გპასუხობთ და გესაუბრებათ.

კატა ყოველთვის ხვდება, როცა პატრონი მოწყენილია

Zooclub

ეს ცხოველი ყოველთვის ხვდება ქცევით, ხმის ტემბრით და ემოციური მდგომარეობით პატრონის განწყობას. როდესაც ნეგატიური დღე გექნებათ, ყოველთვის გქონდეთ იმედი, რომ სახლში მისვლისას ოთხფეხა მეგობარი ყველანაირად ეცდება თქვენი განწყობის გაუმჯობესებას, რაც მას კარგად გამოსდის.

კატა ყოველდღიურად იღებს აბაზანას საკუთარი თათებით

Zooclub

კატა თავად ზრუნავს საკუთარ სისუფთავეზე. ის თათებით იწმენდს სახესა და სხეულის სხვა ადგილებს, ამიტომ მას ხშირი ბანაობა არ სჭირდება.

ის ყოველთვის განიცდის, როცა პატრონი აბაზანაში შედის და შხაპს იღებს. ოთხფეხა ბინადარი, ხშირად ზის აბაზანის პირსახოცზე და სულმოუთქმელად ელოდება მას.

ის თავისი ქცევებით გახალისებთ

Zooclub

იმ დროსაც კი, როცა მასზე გაბრაზებული ხართ, კატა თავისი ქცევით არ მოგცემთ საშუალებას, ეს დიდ ხანს გაგყვეთ. ის არ დაიყეფება, არ დაიწყებს კუდის ქიცინს, მას თავისი მეთოდები აქვს, თუ როგორ გაგიუმჯობესოთ განწყობა.

კატა პატრონის ჯანმრთელობაზე ყოველთვის ზრუნავს

Zooclub

სწორედ ეს არის მიზეზი, რომ კატა საუკეთესო თერაპევტად ითვლება. მისი მოფერება პატრონის ჯანმრთელობისთვის სასაგებლოა. კატის ხშირი მოფერება ადამიანს ეხმარება სტრესის, სისხლის მიმოქცევის, შფოთვის, იმუნირი სისტემის მოწესრიგებაში.

კატა ყოველთვის სიმართლეს ამბობს

Zooclub

კატები არასოდეს იტყუებიან. თავიდან შესაძლოა ვერ მიხვდეთ, რას გრძნობს თქვენი კატა, თუმცა, კუდის მოქმედებითა და მისი გამოხედვით აღმოაჩენთ, რომ კატა ყოველთვის სიმართლეს გვეუბნება.

მათ უსიტყვოდ ვუყვარვართ

Zooclub

ოჯახის წევრებს ყოველთვის ვენდობით. კატა აყვანის დღიდან თქვენი ოჯახის წევრი და საუკეთესო მეგობარი ხდება. მას უსიტყვოდ ეყვარებით მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს ადამიანს კატა?

რას ხედავენ კატები, ძაღლები და სხვა ცხოველები ისეთს, რაც ადამიანისთვის უხილავია?

რატომ უყვართ ქალების უმეტესობას კატები?
tina
საოცრად გონიერი და გაწონასწორებულია,ეს მართლაც ჩემი მკურნალია..
nana
მეც მინდა ერთი ფისოოო მომენატრა ჩემი კრუტუნა
მანანა-შ
djj-ს ჩემი ფისო გააჩენს თუ არა ყველას გაჩუქებ, ზუსტად ეგეთებს აჩენს.
djj
როგორ მომეწონა მწვანეთვალება კარიჩნი ფისუნია ეგეთს ვიყოლიებდი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?