ძლიერი ყინვის მიუხედავად, ქალი ყოველ დღე გამოდის ქუჩაში, რომ უსახლკარო კატები დააპუროს (+ვიდეო)
ძლიერი ყინვის მიუხედავად, ქალი ყოველ დღე გამოდის ქუჩაში, რომ უსახლკარო კატები დააპუროს (+ვიდეო)
დაახლოებით 150 000 კატა და ძაღლი სტამბულის ქუჩებში (თურქეთი) ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გადაუჭრელი პრობლემაა.

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობისა, ქალბატონი არ ეპუება და ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქში მცხოვრებ უსახლკარო ცხოველებს დაეხმაროს.

ვერა სანაპიროს რაიონში ქალაქ კარტალში 350 უსახლკარო კატაზე ზრუნავს. კატები კლდოვან ნაპირზე ცხოვრობენ და საჭიროებენ სამედიცინო თუ საკვებით დახმარებას.

Zooclub

ზამთარში, როდესაც საკვები ძალიან ცოტაა, ვერა ცდილობს კატებს ყოველ დღე აჭამოს. მას ნაპირზე 22 კილო საკვები მიაქვს.

იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ გაჭირვებულ კატას დაეხმაროს, ვერამ მოხალისეთა ორგანიზაცია Atalar Sahili Cat Neutering
Group შექმნა.

Zooclub

ცხოველების გამოკვება არ არის ვერასა და მისი დამხმარეების ერთადერთი მისია.

“გარდა ამისა, ჩვენ
ავადმყოფი კატები მიგვყავს ვეტსაავადმყოფოებში, რომ გამოვიკვლიოთ და ვუმკურნალოთ”, - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, - შარშან 167 კატას გავუკეთეთ სტერილიზაცია. წელს ვაგრძელებთ ამ საქმიანობას”.

Zooclub

შეზღუდული რესურსებითაც კი, ვერა რამდენიმე ასეულ უსახლკარო კატას ეხმარება, მაგრამ ის ბევრად მეტის გაკეთებას ცდილობს.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?