რატომ თვლის ზოგიერთი ადამიანი კატას უწმინდურ ცხოველად
რატომ თვლის  ზოგიერთი ადამიანი კატას უწმინდურ ცხოველად
შუა საუკუნეებში კატა აღიქმებოდა, როგორც ეშმაკის განსახიერება.

მე-8 საუკუნის ბოლოსთვის კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისთვის მძიმე დრო დადგა. ქრისტიანული ეკლესია თვლიდა, რომ ეშმაკს შეეძლო შავ კატად გადაქცევა და პაპმა ინოკენტი მეშვიდემ ინკვიზიციას კატების მოყვარულების დევნა დაავალა.

თუმცა, თავის დროზე მისი წინამორბედი პაპი გრიგორი პირველი კატების დიდი მეგობარი იყო და მანტიის ფართე სახელოში ყოველთვის დაჰყავდა კნუტი. მან დართო უფლება, მონასტერში ერთადერთი ცხოველი კატა ჰყოლოდათ. შესაძლოა, კატებისადმი დამოკიდებულების გადახედვა მუსულმანების გამო მოხდ. მუსულმანები თაყვანს სცემდნენ კატებს, თეთრ კატებს მეჩეთში შესვლის უფლებაც კი ჰქონდათ. სრულიად
შესაძლებელია, რომ ქრისტიანობისა და მუსულმანობის დაპირისპირება შეიძლება ასახულიყო კატებისადმი ასეთ განსხვავებულ დამოკიდებულებაში.

ზუსტი თარიღის დადგენა,
თუ როდის გაუტოლეს კატები უწმინდურობას, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ეს არ მოხდა სპონტანურად. ამას წინ უძღვოდა მრავალი მოვლენა და მიზეზი. კატა ეშმაკის განხორციელებად გამოაცხადეს, შემდეგ კი თანდათან სხვა დემონური თვისებები მიაწერეს. კატას შეეძლო გადაქცევა ეშმაკად ან დემონად. ითვლებოდა, რომ ამ ცხოველებად იქცეოდნენ ჭინკები, რომლებიც კუდიანებს ეხმარებოდნენ თავის ბოროტ საქმეებში და ა.შ. ე.წ. "შინაური სულები".
Zooclub
მრავალი ცნობა ეხება ასევე კუდიანის კატად გადაქცევას, ასევე ფარული ბოროტი მიზნების გამო. გარდა ამისა, გვხვდება ამბები, თუ როგორ იყენებდნენ კატებს ავისმომტანი რიტუალებისთვის. კატების მასობრივმა განადგურებამ არ მოიტანა ფანატიკოსების მიერ ნაწინასწარმეტყველები გათავისუფლება სატანის ძალებისგან. ამის მაგიერ ევროპა ვირთხებით აივსო. ამას სხვა უბედურება დაერთო: ვირთხების რწყილები აღმოჩნდნენ შავი ჭირის გადამტანები და ევროპის რიგი ქალაქები, აყვავებული რეგიონები ამ საშინელი ავადმყოფობით დაღუპულთა სასაფლაოდ იქცა.
რეფორმაციამ და რელიგიურმა ბრძოლების ეპოქამ რელიგიური შემწყნარებლობა მოიტანა, რაც მოგვიანებით რიგ სახელმწიფოებში კანონით გამყარდა.

ამან რელიგიური ფანატზმი, რომელიც დამღუპველად მოქმედებდა ევროპის მცხოვრებთა ყოფაზე, შეასუსტა და ეკლესიის მრავალი მსახურის ქადაგება უკვე არ ითვლებოდა უდავო ჭეშმარიტებად.

ერესისა და ჯადოქრობის აღმოფხვრა უკვე არ ატარებდა ასეთ სასტიკ და ყოვლისმომცველ ხასიათს. შეწყდა კატების დახოცვა (სიკვდილით დასჯა) და პატარა ფუმფულა ცხოველები ისევ შეუშვეს ადამიანებმა სახლში, როგორც სითბო და სიმყუდროვე.

Zooclub
ირმა
დაანებოს ყველა გიჟმა ამ საყვარელ ცხოველებს თავი,სატანა და ძმანი მისნი თვითონ ზოგიერთ ადამიანშია.
manana-sh
პირადად მე ისე მიჩვეული ვარ ამ საყვარელ არსებებზე, მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ეს პატარა კუდიანი ექიმები ბევრ დაავადებასაც კურნავენ.
ლუსის
და რა არის აქ გასაგიჟებელი. პირიქით წერია, რომ ეს ეშაკთან გათანასწორება დიდი სისულელე იყო და ევროპა კიდეც დააზარალა ამ სულელურმა აზრმა - ვირთხები გამრავლდნენ და შავმა ჭირმა დახოცა ბევრი - ანუ კატების გარეშე ბალანსი არ იქნება! -ეს ერთი და მეორეც, ეხლა უკვე პირიქით - ძალიან უყვართ კატები. წმინდა მამებსაც ყავდათ კატები.
ლუსი
ამ ხალხს კიდევ გაგიჟება უნდა ისედაც ეჯავრებათ ეს საწყალი ცხოველები....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?