ძაღლმა ერთი ციცქნა უძლური კნუტი საოცარი მზუნველობის შედეგად გადაარჩინა
ძაღლმა ერთი ციცქნა უძლური კნუტი საოცარი მზუნველობის შედეგად გადაარჩინა
3 კვირის დაუძლურებული კნუტი კეთილმა ადამიანმა შემთხვევით ქუჩაში იპოვა. ის იმდენად სუსტად იყო, რომ არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. პატარა ცხოველი სახლში წაიყვანეს. მას როზი დაარქვეს. 

ოჯახმა არ იცოდა, როგორ მიიღებდა კნუტს მათი ბინადარი ჰასკი, სახელად ლილო, თუმცა, ძაღლმა შეხვედრისთანავე მზრუნველობა გაუწია მას. პატარა ცხოველი ძალიან სუსტად იყო, ლილო შვილივით უვლიდა თვალის ახელამდე და გამოჯანმრთელებამდე. სწორედ ლილოს მზუნველობითა და სიყვარულით გადარჩა როზი.

Zooclub

შინაურ ბინადრებს ერთად სძინავთ, ერთად მიირთმევენ საკვებს და
ერთად თამაშობენ.
როზი ხროვის წევრიც გახ
და - ის სეირნობს სხვა ძაღლებთან ერთად და ფიქრობს, რომ თავადაც ძაღლია.

Zooclub

"როზის ძაღლის თვისებები ჩამოუყალიბდა. ზოგჯერ მგონია, რომ კატას გავს და სინამდვილეში ძაღლია."- ამბობს კნუტის პატრონი.

Zooclub

როდესაც თავიდან მომაკვდავი კნუტი იპოვეს, ოჯახი ფიქრობდა, თუ ის გადარჩებოდა, გამოჯანმრთელების შემდეგ გააჩუქებდნენ, თუმცა, მათ ძაღლს ლილოს იმდენად შეუყვარდა პატარა ცხოველი, რომ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ.

ასევე იხილეთ:

მაიმუნს ცელცხმოკიდებული შენობიდან ლეკვი გამოყავს

მსუქანი უპატრონო ძაღლის საოცარი გარდაქმნა

"კნუტი მეხვეწებოდა, რომ თავშესაფრიდან წამომეყვანა"

nuca
ჩემს ყურშასაც ძალიან უყვარდა კნუტები, წამოუწვებოდა როცა მარტო იყვნენ და სათითაოდ ლოკავდა, ისინიც ისე ეხუტებოდნენ... როგორ მენატრება ჩემი საყვარელი ყურშა, ბოროტმა ადამიანებმა მომიკლეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?