კატები ოჯახის ახალ წევრს ეცნობიან. მათი რეაქცია შეუდარებელია! (+ვიდეო)
კატები ოჯახის ახალ წევრს ეცნობიან. მათი რეაქცია შეუდარებელია! (+ვიდეო)
ახლადგამომცხვარი მშობლები გულწრფელად ნერვიულობენ ახალშობილებზე, მაგრამ როდესაც სახლში უკვე არის შინაური ცხოველი, ეს განცდა ორმაგდება.

მიიღებენ თუ არა ბინადრები (რომლებიც ოჯახის ასევე სრულუფლებიანი წევრები არიან) მატებას? ხომ არ იქნება აგრესია? როგორ მოიქცევიან ისინი და საჭირო იქნება თუ არა ბავშვთან მათი კონტაქტის შეზღუდვა?

ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა გაცნობის პროცესი ვიდეოზე აღებეჭდა და აი, რა გამოვიდა.

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სახლში ერთი, ორი ან სამი კი არა, კატისებრთა ოჯახის 5 წარმომადგენელია!

იხილეთ ვიდეო
53
ორი კვირის ბავშვი სახლში ისე მივიყვანე აზრადაც არ გამოვლია ჩემი შინაური ბინადრებისთვის მომერიდებინა. საწოლზე დავაწვინე და სულ 5 წუთით მეორე ოთახში გავედი. გამოვედი და ძალიან სასაცილო სურათი დამხვდა დედა კატა თავის კნუტებიანად მიუწვა ბავშვს, ძაღლი კი კუდის ქიცინით ინტერესით დასქცქეროდა. ჩემს შვილს სიგიჟემდე უყვარს ცხოველები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?