ის, რასაც მხოლოდ კატის პატრონები მიხვდებიან
ის, რასაც მხოლოდ კატის პატრონები მიხვდებიან
ყოველმა ადამიანმა, რომლის სახლშიც კატა ბინადრობს, იცის, რომ ამ განსაკუთრებულ ცხოველს, ძაღლისგან განსხვავებით, საკმაოდ უცნაური თვისებები ახასიათებს. თუმცა, მასაც შეუძლია გაგვაცინოს, გაგვაბრაზოს, დაგვეხმაროს, თავი ვიგრძნოთ კარგად, როცა მოწყენილები ვართ და ა.შ. ყველა ფისომოყვარული ამაყობს თავისი ბინადრით და ეს ასეც უნდა იყოს. 

ჩვენ გავაკეთეთ ჩამონათვალი, რასაც მხოლოდ კატის პატრონები მიხვდებიან:

თქვენი კატა ჭირვეულია და თქვენც შესაძლოა, ეს ქცევა გაუცნობიერებლად გახასიათებთ.

Zooclub

არ არსებობს მიზეზი, რომ პატრონი მის ცუდ ქცევაზე სერიოზულად გაბრაზდეს, თუმცა, ის ყოველთვის ცდილობს ჩვენს გაბრაზებას და შემდეგ ნიშნისმოგებით გვაკვირდება, რას მოვიმოქმედებთ.

Zooclub

თქვენ
არ იშურებთ თანხას, უყიდოთ მას სათამაშოები, თუმცა, თქვენს კატას ის ნივთები მოსწონს, რასთან შეხებაც აკრძალული აქვს.

Zooclub

რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა კატას თქვენს თავზე მოკალათებულს დაუძინია?

Zooclub

თქვენს შინაურ ბინადარს თქვენთვის მიუღებელი არაერთი ქცევა ახასიათებს, თუმცა, მისგან ეს არ გაღიზიანებთ.

Zooclub

უმნიშვნელო ქცევებითაც კი, თქვენი კატა გაიძულებთ, გაიღიმოთ.

Zooclub

ყოველთვის ხვდებით, როდის სურს მას მოფერება, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაკავებული ხართ, თქვენ მას მაინც ეფერებით.

Zooclub

კატისადმი სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდება და როცა ის მიდის ჩვენი ცხოვრებიდან, ყოველთვის გვაქვს გულში ჩვენი ოთხფეხა ბინადრის ადგილი და მასთან დაკავშირებულ მოგონებებს განსაკუთრებით ვუფრთხილდებით.

Zooclub

ასევე იხილეთ:

რატომ უყვართ ქალების უმეტესობას კატები?

რატომ ცოცხლობენ უფრო დიდხანს კატების მოყვარულები?

შინაური ცხოველები სითბოს ძიებაში
ირმა
ჩემი ფისო ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.მალე 18 წლის გახდება,სულ თვალებში შევყურებთ,ძალიან გვიყვარს.ვაი მას ვინც ცალი თვალით შეხედავს ჩემს ფუმფულა დედოფალს.
gogishvili
5 კატა მკავს და ისინი ზალიან მიკვარს...განსაკუტრებული მეგობრობა გაქვს...
მაია
100% ასეა :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?