7 წლის წინ დაკარგული კატა შობის დღესასწაულზე იპოვეს
7 წლის წინ დაკარგული კატა შობის დღესასწაულზე იპოვეს
ჰანკეს ოჯახმა ბერლინიდან შობაზე მოულოდნელი საჩუქარი მიიღო. მათ დაუბრუნეს კატა, რომელიც 2008 წელს დაიკარგა!

"შავ-თეთრი კატა, სახელად მიკო, დაკარგვამდე ცხოვრობდა პატრონებთან შარლოტტენბურგის რაიონში. იგი ამ დღეებში კროიცბერგის რაიონში, ცხოველთა თავშესაფარში იპოვეს - ძველი სახლიდან სულ ორიოდე კილომეტრში", - წერს The Guardian.

თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, მათ კატა ქუჩიდან აიყვანეს. ანუ, 7 წლის მანძილზე მიკო პატრონის სახლთან სულ ახლომახლო “თავისუფლებით ტკბებოდა”.

მიკოს პოვნაში მათ დაეხმარათ ჩიპი, რომელიც თავშესაფარში მიყვანისთანავე ამოიკითხეს. ელენე ჰანკი 11 წლის იყო, როდესაც მისი საყვარელი კატა დაიკარგა და მას
მერე სულ ეძებდა.

ვეტერინარის თქმით, რომელმაც მიკო გამოიკვლია, მანამდე, სანამ კატას ჰანკეს ოჯახს გადასცემდა, კატა
ცოტა გამხდარი იყო, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი წესრიგში იყო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?