კაცმა კატის გამო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა
კაცმა კატის გამო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა
მამაკაცმა, რომელსაც არ უნდოდა განშორება თავის შინაურ ბინადართან, გადაწყვიტა მასთან ერთად არალეგალურად გადაეკვეთა საზღვარი.

კურიოზული შემთხვევა მოხდა რუსეთისა და ყაზახეთის საზღვარზე, ალტაის მხარეში. მამაკაცმა, სპარსულ კატასთან ერთად გამშვები პუნქტის შემოვლით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლა გადაწყვიტა. იგი მესაზღვრეებმა დააკავეს.

წესრიგის დამრღვევმა, რომელიც ნოვოსიბირსკის მცხოვრები აღმოჩნდა, აღნიშნა, რომ ყაზახეთში ნათესავებთან მიდიოდა, თან კი შინაური კატა, სახელად ბარსიკი, მიჰყავდა. თუმცა, გზაზე თანამგზავრებმა შეატყობინეს, რომ ცხოველს საზღვარზე არ გაუშვებდნენ, რის გამოც კატის პატრონმა მიიღო გადაწყვეტილება არ მიეტოვებინა კატა და მასთან ერთად საზღვრის გადაკვეთა სცადა.
"წესრიგის დარღვევისთვის ნოვოსიბირსკის მცხოვრებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრეს და 1000 მანეთით დააჯარიმეს", - შეატყობინეს პრესსამსახურს სალტაის
მხარის სასაზღვრო ხელმძღვანელობიდან.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნოვოსიბირსკელს და მის კატას ყველა დოკუმენტი სრულ წესრიგში ჰქონდა. მესაზღვრეებმა წესრიგის დამრღვევს სახელმწიფო საზღვრის ცხოველთან ერთად გადაკვეთის წესები განუმარტეს და გაუშვეს.

ამის შემდეგ მამაკაცმა გადაკვეთა ყაზახეთის საზღვარი და ნათესავებთან გაემართა ბარსიკასთან ერთად.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?