კატამ საკუთარი კნუტები ერთგულ მეგობარ ძაღლს გააცნო (+ვიდეო)
კატამ საკუთარი კნუტები ერთგულ მეგობარ ძაღლს გააცნო (+ვიდეო)
ვიდეო რგოლმა, რომელიც  YouTube-ზე გავრცელდა, მილიონამდე ადამიანის ყურადღება მიიპყრო. რამ მოხიბლა ასე ადამიანების უმრავლესობა?

აღმოჩნდა, რომ ვიდეოს გმირები არიან კატა და მისი პირმშოები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ადამიანების უმეტესობა ვიდეოში არსებულმა სიტუაციამ გააოცა. კატები ზედმეტად მგრძნობიარე არსებები არიან შვილების მიმართ, ხოლო ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ მიუყვანა დედა კატამ ძაღლს თავისი კნუტები.

ხუთი კვირის კნუტები დედამ სასეირნოდ გაიყვანა და, პირველ ყოვლისა, პატარები თავის მეგობარ ძაღლს გააცნო. როგორც ჩანს, მოდარაჯე ძაღლი და კატა დიდი ხნის მეგობრები არიან და ისინი უსაზღვროდ ენდობიან
ერთმანეთს.

Zooclub
კნუტები ერთგულ მეგობარ ძაღლს გააცნო (+ვიდეო)" />

ძაღლის საქციელი ეჭვს არ იწვევს. ის კარგად ხვდება, რომ მის წინ არიან მეგობრის შვილები. კნუტები მას მიუახლოვდნენ და თამაში დაიწყეს, რასაც ძაღლმა სითბოთი უპასუხა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლი თავის გარდაცვლილ მეგობარს გვერდიდან არ სცილდება

უსინათლო ცხენს ერთგული მეგობარი ყოველთვის გვერდით ჰყავს

ის დედას პატარაობაში მოპარეს, მას შემდეგ თავს მარტოსულად გრძნობდა
მე მიყვარს ცხოველები
ჩემმა კატამ ძაღლის ლეკვებს აჭამა ძუძუ თავის კნუტებთან ერთად, შესანიშნავად ეწყობოდნენ ერთმანეთს.ერთ დღეს კნუტები ფანჯრიდან გადმოიყვანა, სახლში დატოვა და წავიდა, აღარ დაბრუნებულა. დარდისგან აღარ ვიყავი, ყველგან ვეძებე, მაგრამ უშედეგოდ. ძაღლიც დადარდიანდა. კნუტები გამოვზარდე და მოგვიანებით გავიგე რომ უბნის ძაღლს დაუგლეჯია, ალბათ მოფერება უნდოდა და იმან არ დაინდო. საწყალმა ალბათ იცოდა და შვილები საიმედო ხელში დატოვა. ორი გავაჩუქე, ორს კი ძაღლთან ერთად ჩახუტებულს სძინავს. რომელიმე თვალს რომ მიეფარება უნდა ნახოთ როგორ ეძებენ ერთმანეთს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?