მისი საქმიანობა კნუტების გადარჩენაა! ყველაზე საყვარელი სამუშაო მსოფლიოში! (+ფოტო)
მისი საქმიანობა კნუტების გადარჩენაა! ყველაზე საყვარელი სამუშაო მსოფლიოში! (+ფოტო)
ჰანნა შოუ კატების მოყვარულია. არა... ასე არა... მას ძალიან უყვარს კატები. ჰანნამ თავისი სიცოცხლე მიტოვებული, ახლადდაბადებული კნუტების დახმარებას მიუღვნა. ისეთებს, რომელთაც თავშესაფარში დაბადებისთანავე აძინებენ, რადგან სიცოცხლის ამ სტადიაზე მათ ძალიან ინტენსიური მოვლა სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფ, შეშინებულ და ძალიან აზიზ კნუტებთან მუშაობა ძალიან სტრესულია, ჰანნას ინსტაგრამი პოზიტივითა და სიყვარულითაა სავსე.

ცხოველთა დაცვა ჰანნას მთელი ცხოვრების მთავარი მისწრაფებაა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 12 წლის ასაკში ის ვეგეტარიანელი გახდა. მას შემდეგ ყოველთვის იღებდა მონაწილეობას ცხოველთა დაცვის კამპანიებში.

კნუტების გადარჩენით ჰანა დაახლოებით 8
წლის წინ
დაკავდა. თავიდან ამას სკოლაში ჩვეულებრივ სამსახურს უთავსებდა. მაშინ მას იქ ჩუმად მიყავდა კნუტები და საპირფარეშოში მალულად კვებავდა. მაგრამ დროთა განმავლობაში უცნაური ჰობი პროფესიად იქცა და ახლა ჰანნა ოფიციალურად მუშაობს "კატების გადამრჩენად".

"ბოლოს, როდესაც ვცადე დამეთვალა, რამდენი კნუტი გადავარჩინე, რამოდენიმე ასეული აღმოჩნდა. ძალიან ძნელია ამის კონტროლი", - ამბობს ჰანა, - "ხან მე თავად ვუვლი მათ თავიდან ბოლომდე, ხან ვპოულობ სხვა მომვლელს და უბრალოდ ვეხმარები მათ რჩევებით, საჭირო ნივთებით და მხარდაჭერით".

ჰანნას კნუტებიდან უმრავლესობა ქუჩაშია ნაპოვნი. მათ აჩენენ არასტერილიზებული კატები, რომლებსაც პატრონები სასეირნოდ უშვებენ. როდესაც ასეთ კნუტებს პოულობენ, ადამიანები მათ ჩვეულებრივ, თავშესაფარში აბარებენ, იქ კი მაშინვე აძინებენ. თავშესაფრების უმეტესობას მათი მოვლისთვის აუცილებელი რესურსი არ გააჩნია. აქ უკვე საქმეში ერთვებიან "მაშველები", რომლებიც დამოუკიდებლად კვებავენ ახალდაბადებულ კნუტებს.

ჰანნას სიტყვებით, მერე მათთვის ახალი თბილი სახლის პოვნა საერთოდ არ წარმოადგენს სირთულეს.

"კნუტების შესახებ რამოდენიმე კვირით ადრე ვაქვეყნებ, სანამ ისინი მზად იქნებიან გაჩუქებისთვის. ჩვეულებრივ, 8 კვირის ასაკისთვის ყოველ მათგანს უკვე ყავს პატრონი".

კნუტები, რომელთაც ჰანა უვლის, იმდენად პატარები და უსუსურები არიან, რომ მას ყოველთვის თან უწევს მათი ტარება.
"კნუტები იმდენად პატარები არიან, რომ ხშირად ადამიანები მათ ვერც კი ამჩნევენ. გარდა ამისა, მე ვცდილობ გამოვიყენო რიგი აქსესუარები, რომლის მეშვეობითაც მათ დავმალავ, რადგან ხანდახან, მაგალითად უბრალოდ მშვიდად მინდა გავიდე პროდუქტების საყიდლად ისე, რომ სხვების ყურადღების ობიექტი არ გავხდე. ასევე, კნუტებისთვის არ არის სასარგებლო უამრავი უცხოს სიახლოვე, რომელთაც უნდათ მოეფერონ, რადგან ეს შეიძლება ინფექციების წყაროდ იქცეს".

სახლში ჰანას ჰყავს საკუთარი ორი კატა, რომლებიც თავად გამოზარდა. ასევე - 2-დან 8 კნუტამდე, რომელთაც ახლა უვლის.

ეცადეთ გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. ყოველთვის არის დახმარების საშუალება", - ურჩევს ჰანა ცხოველთა დამცველებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
ფისო-გორი
ვგიჟდები ისე მიყვარს კნუტები, მეც უბეში გავზარდე კნუტი,რომელიც სულ თან დამდევდა და პატარა ბავშვივით მეტირებოდა თუ არ მიმყავდა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?