მეცნიერებმა ჩაატარეს ონლაინ-გამოკითხვა, სადაც მონაწილეობას იღებდა ორივე სქესის კატების 1274 პატრონი. მათ შესთავაზეს კითხვარი, რომელიც მათი კატების აგრესიულ ქცევასა და ამ ქცევის სიხშირეს ადგენდა ყოველდღიურ ურთიერთობაში (პროცედურების ჩატარების დროს და ვეტერინართან მიღებისას).
გამოკვლევის შედეგად შედგენილ იქნა ბინადრების აგრესიულობის შკალა, მისი მნიშვნელობა კი დაუკავშირეს კატების შეფერილობას. რის შემდეგაც აგრესიის დონე, რომლის დემონსტრირებასაც გარკვეული შეფერილობის მქონე კატები ახდენდნენ, ერთმანეთს შეადარეს.
შედეგებში "ანტისოციალური" კატების რეპუტაცია
ასევე ვეტერინარებმა აღმოაჩინეს, რომ შავ-თეთრი კატები ხშირად აგრესიულად იქცევიან ჰიგიენური პროცედურების ჩატარებისას, რუხი-თეთრი კატები - ვეტერინარულ შემოწმებაზე, ხოლო სამფერა კატები - ყოველდღიური ურთიერთობისას ადამიანთან. ყველაზე ნაკლები პრობლემაა შავ, თეთრ, რუხ და ზოლებიან (ტებბი) კატებთან.
შეგახსენებთ - ადრე, ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კატები ძაღლებზე ნაკლებად არიან მიჯაჭვულები ადამიანებზე, რადგან ამ უკანასკნელთ თავის დამცველებად არ თვლიან. გარდა ამისა, კატებმა უბრალოდ ადაპტაცია გაიარეს ადამიანებთან ცხოვრებისთვის და არ შეცვლილან მათ გამო ისე, როგორც ძაღლები.