ჯორჯ კლუნიმ თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა
ჯორჯ კლუნიმ თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა
ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე იმ ცნობილ ვარსკვალების შორის არიან, რომლებსაც უპატრონო ცხოველებზე გული შესტკივათ. 28 ოქტომბერს კლუნი და მისი ცოლი ამელი ცხოველთა თავშესაფარს ჰუმანიტარული მისიით ესტუმრნენ. სწორედ ამ დროს მსახიობს ცხოველთა დამცველებმა, სან-გაბრიელის-უელის თავშესაფრიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მიყვანილი ჰყავდათ ბასეტ ჰაუნდის ჯიშის ძაღლი, რომელიც მარტოსულად გრძნობდა თავს. 

"უნდა ავიყვანოთ."- უთხრა მსახიობმა მეუღლეს და ისინი იმ დღესვე წავიდნენ ძაღლის სანახავად.

ძაღლი, რომელიც
დაახლოებით 4 წლის იქნებოდა, საცოდავი თვალებით შესცქეროდა კლუნსა და მის ცოლს. მოფერების შემდეგ ის გაუშინაურდა წყვილს და კუდის ქიცინით დაჰყვებოდა. მსახიობის თქმით, ძაღლი თითქოს თვალებით ეუბნებოდა მათ, რომ სახლში წაეყვანათ.

ძაღლს
მილი დაარქვეს. როგორ მოხვდა ძაღლი თავშესაფარში რთული სათქმელია. შესაძლოა დაიკარგა ან ძველმა პატრონმა სახლიდან გააგდო. როგორც არ უნდა იყოს, მილი ოქტომბრის დასაწყისში ცხოველთა მოყვარულებმა ერთ-ერთ რესტორანთან იპოვეს. სწორედ მას შემდეგ მოხვდა ძაღლი თავშესაფარში. მომვლელების თქმით, ის მთელი დღეები ძალიან მოწყენილი და დათრგუნული იყო.

Zooclub

Zooclub
ყველაფრის მიუხედავად, ბასეტს გაუმართლა. მეტიც, მას ახალ სახლში მეგობარიც დახვდა- ამერიკული კოკერ სპანიელი ლუი, რომელიც კლუნმა და მისმა ცოლმა ასევე თავშესაფრიდან აიყვანეს.

ასევე იხილეთ:

როგორ გაიცნო კევინ სპეისმა თავისი უსაყვარლესი ლეკვი

ბრიტნი სპირსმა 2014 წელს საკუთარი ძაღლებისთვის 25 ათასი დოლარი დახარჯა

ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი 40 მილიონ დოლარს გადარიცხავს ბუნების დაცვის ორგანიზაციებში, მათ შორის მგლების დასახმარებლად

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?