პოლიციელის კატა ქურდი აღმოჩნდა
პოლიციელის კატა ქურდი აღმოჩნდა
პოლიციელმა აღმოაჩინა, რომ მის კუთვნილ კატებს უცხო ნივთები მიაქვთ სახლში.

დევიდ კემპესი თავის ორ კატასთან ერთად პორტლენდში ცხოვრობს.

ყველაფერი დაიწყო 4 წლის წინ, როდესაც დევიდმა შენიშნა, რომ მის სახლსა და ეზოში უცხო ნივთები ჩნდებოდა, მაგალითად: სათამაშოები, უცხო ტანისამოსი, ქუდები, ხელთათმანები და სხვა.

პოლიციელმა მალევე შეამჩნია, რომ ეს ნივთები მის შიანურ ბინადარ კატას, სახელად თაიგერს მიჰქონდა, ხოლო მეორე კატა ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო.

"ჩვენ სკოლასთან ახლოს ვცხოვრობთ. რამდენჯერმე შევამჩნიე, როგორ იპარებოდა ჩემი კატა შენობაში."- ამბობს დევიდი.

იმისათვის, რომ პატრონს თაიგერის დანაშაული
დაემტკიცებინა, ეზოში ფარული კამერა დაამონტაჟა. მართლაც, ვიდეოზე დაფიქსირდა, რომ არა მარტო თაიგერი, არამედ მისი თანამონაწილე
კატა, სახელად შუგარიც ქურდობდა.

თაიგერი
Zooclub


შუგარი
Zooclub

დევიდი იმდენად გაოცებული იყო აღმოჩენით, რომ Facebook-ზე შექმნა გვერდი, სახელად "Kleptokitty" და იქ ათავსებდა კატების მიერ მოპარულ ნივთებს.

Zooclub

უმეტესობა გამოუსადეგარი და გადასაყრელი იყო, თუმცა, მათ შორის დევიდი არჩევდა გამოსადეგ ნივთებსაც და მიჰქონდა შეჭირვებულ ადამიანთა დახმარების ცენტრში.

საინტერესოა ის, რომ კატებს თავიანთი სახლიდან არასდროს არაფერი მოუპარავთ, პირიქით მათ ეს ნივთები დევიდთან მიჰქონდათ.

"ამ საქმეში თაიგერი უფროსია, ხოლო შუგარი უბრალოდ მოყვარული, რომელიც თავის მეგობარს ეხმარება. ოთხი წლის განმავლობაში შევეჩვიე მათ საქციელს. ყოველ დილით ვიღებ გაზეთს, ფინჯან ყავს და მოპარული ნივთების დასათვალიერებლად მივდივარ."- ამბობს კატების პატრონი.

Zooclub

ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე უცნაური, რაც კი დევიდმა აღმოაჩინა მოპარულ ნივთებს შორის, იყო პატარა პაკეტში გახვეული მარიხუანა.


ასევე იხილეთ:

ნარკოდილერების კუთვნილი ძაღლი პოლიციას თავად ჩაბარდა

მძღოლმა საკუთარი ძაღლი სიჩქარის გადაჭარბებაში დაადანაშაულა

როცა მან ძაღლის დასჯა გადაწყვიტა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხნის შემდეგ ბევრს იცინებდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?