ნახეთ ვიდეო, კატების მონაწილეობით, რომლითაც ადამიანებს მკურნალობენ (+ვიდეო)
ნახეთ ვიდეო, კატების მონაწილეობით, რომლითაც ადამიანებს მკურნალობენ (+ვიდეო)
სახალისო ვიდეოების ყურება, სადაც კატები მონაწილეობენ, არ არის დროის ტყუილი ხარჯვა. ამის შესახებ ინდიანას შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები აცხადებენ. დროის ასე გაყვანის საშუალება შეიძლება შევადაროთ ანიმალოთერაპიას, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ძალას მატებს და ნეგატიური ემოციისგან ათავისუფლებს.

“მაშინაც კი, როდესაც ადამიანები კატების მონაწილეობით ფილმებს უყურებენ მხოლოდ იმიტომ, რომ დრო მოკლან სამსახურში, ემოციური დამუხტვა მსგავსი გართობიდან მოგვიანებით შეიძლება დაეხმაროს მათ რთული ამოცანების გადაწყვეტაში”, - ფიქრობს გამოკვლევების ავტორი ჯესიკა გოლ მირიკი, ინდიანას უნივერსიტეტის დოქტორი.

იმისათვის, რომ გაეგო, თუ როგორ შეიცვლებოდა ადამიანის ემოციური მდგომარეობა კნუტების ვიდეოს
ყურების შემდეგ, ჯესიკამ თითქმის 7000 ადამიანი გამოკითხა. გაირკვა, რომ ასეთ ვიდეორგოლებს ისეთივე ეფექტი გააჩნიათ, როგორიც
ცხოველების თერაპიით მკურნალობას. მათი ყურების შემდეგ მოხალისეებს პოზიტიური განწყობა განუვითარდათ, ისინი ენთუზიაზმით ივსებოდნენ და როგორც წესი, ნაკლებ ღელვას და გაღიზიანებას განიცდიდნენ.

“ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ვიდეორგოლები კატების მონაწილეობით არც მთლად სერიოზული თემაა სამეცნიერო კვლევებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს ცხოველები არიან დღეს ყველაზე მოთხოვნადი ვიდეოკონტენტის მიერ ინტერნეტში, - ამბობს ჯესიკა გოლ მირიკი. - ჩვენ გვინდა უკეთ გავიგოთ იმ გავლენის შესახებ, რასაც ინტერნეტი ახდენს ჩვენზე, მკვლევრებს უკვე აღარ შეუძლიათ იგნორირება გაუკეთონ ინტერნეტ-კატებს”.

ცნობილია, რომ YouTube-ის მომხმარებლის 45% ითხოვს ვიდეორგოლებს თავისი შინაური ცხოველების მონაწილეობით და ხშირად ეს შინაური ცხოველები სწორედ კატები არიან. 2014 წელს YouTube-ზე განთავსდა კატების 2 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რომლებსაც ჯამში 28 მილიარდი ნახვა ჰქონდა.

კატები ადამიანებთან უკვე 10 000 წლის წინ დასახლდნენ, ხოლო საბოლოოდ მათი მოშინაურება მოხდა ეგვიპტეში, დაახლოებით 3600 წლის წინ. 23000 წლის წინ ეგვიპტელებმა ამ წმინდა ცხოველების საზღვრების გარეთ გაყვანა აკრძალეს.

იხილეთ ვიდეო
Tako
კატები მართლა ბევრ დაავადებას კურნავენ, მაგრამ ვისაც ცხოველები არ უყვარს იმას არ განკურნავენ , - პირიქით. ენერგიას აქეთ წაართმევენ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?