მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატა 26 წლის არის (+ვიდეო)
მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატა 26 წლის არის (+ვიდეო)
კატამ, სახელად ქორდუროი, ასაკის გამო, გინესის რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა.

ქორდუროი 26 წლის არის და 2014 წლიდან ფლობს ამ ტიტულს. მას შემდეგ, რაც კატა ტიფანი მოკვდა.

ქორდუროი დაიბადა 1989 წლის 1 აგვისტოს. მისი პატრონი ეშლი რიდი კატას პატარაობიდან ზრდიდა.

"ის ძალიან დინჯი და ჭკვიანი კატაა. განსაკუთრებულად არ ვუვლით. იკვებება, ისე როგორც სხვა კატები, ძალიან მოსწონს მოფერება და ეზოში სეირნობა."- ამბობს მისი პატრონი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქორდუროი ყველაზე ასაკოვანი კატის ტიტულს ფლობს, დღემდე ვერავინ ჩამოართვა ნამდვილ რეკორდსმენს თავისი ტიტული- კატას, რომელმაც
38 წელი იცოცხლა. მას კრემ ფაბი ერქვა.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

მსოფლიოში
ყველაზე ხნიერი კატა გარდაიცვალა


ყველაზე ასაკოვანი კუ 182 წლის არის

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან გორილას 58 წელი შეუსრულდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?