მამაკაცი ირწმუნება, რომ მისმა კატამ ლეკვი გააჩინა
მამაკაცი ირწმუნება, რომ მისმა კატამ ლეკვი გააჩინა
74 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ მისმა კატამ ლეკვი გააჩინა. ის ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ თავად ეხმარებოდა კატას მშობიარობაში.

"მიუხედავად ყველაფრისა, პატარა ცხოველი დღითიდღე ემსგავსება ჩიხუახუას."-წერს ონლაინ გამოცემა dailymail-ი.

მამაკაცი, სახელად ჯია მეუღლესთან, ორ კატასთან და 5 ძაღლთან ერთად ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ის ირწმუნება, რომ კატა ვერცერთი ძაღლისგან ვერ დარჩებოდა მაკედ, რადგან ყველა მათგანი არის ძუ და არცერთი არ არის ჩიხუახუას ჯიშის. 

Zooclub

"ჩემი კატა ინუნიუ ძალიან დამჯერი და ჭკვიანი ცხოველია. ის არასოდეს ტოვებს სახლს. ეს ალბათ სასწაულია, რომ მან ლეკვი გააჩინა."-
ამბობს ჯია.

ჯიას თქმით, ლეკვი პირველი იყო იმ 5 კნუტს შორის, რომლებიც მისმა კატამ გააჩინა.
მან თავიდან ვერ შეამჩნია, რომ ის სხვა ახალშობილებისგან განსხვავდებოდა. მოგვიანებით, მამაკაცის მეუღლე მიხვდა, რომ პატარა ცხოველი სხვა კნუტებს არ გავდა.

Zooclub

რამდენიმე დღის შემდეგ, ის საბოლოოდ დაემსგავსა ძაღლს. ლეკვი თავის "და-ძმებთან" ერთად თამაშობს და მათთან ერთად მიირთმევს დედა კატის რძეს.

Zooclub

"74 წლის ვარ და მსგავსი არაფერი გამიგია, თუმცა, ნამდვილად შემიძლია განვაცხადო, რომ თვითმხილველი ვარ, როგორ გააჩინა ლეკვი ჩემმა კატამ."- ამბობს მოხუცი.

ასევე იხილეთ:

ანომალიური მოვლენა კახეთში - სოფელ­ სანავარდოში რვაფეხა გოჭი დაიბადა

ABC
მე მგონი მოხუცს სპეციალისტის დახმარება სჭირდება...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?