კატებს ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ
კატებს ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ
კატები უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი პატრონთან, ვიდრე სხვა შინაური ცხოველები. გარდა ამისა, ამ კრუტუნა შინაურ ბინადრებს ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ.

სპეციალისტებმა ვენის უნივერსიტეტიდან მოხალისეებზე და მათ კატებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ კატები და ადამიანები ძალიან ახდენენ ერთმანეთზე გავლენას. განსაკუთრებით ძლიერია კავშირი ქალ-ექსტრავერტებსა და ახალგაზრდა ცხოველებს შორის. მათ შემთხვევაში მხოლოდ ჟესტიც კი საკმარისია, რომ პატრონმა და კატამ ერთმანეთს გაუგონ.

"მაგალითად, კატა პატრონის ხასიათს და მის სურვილებს ინტუიციის დონეზე გრძნობს.
ამასთან, ეს შინაური ბინადრები ოსტატურად იყენებენ თავის პატრონებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. მაგალითად, მეტი
საჭმლის მისაღებად", - წერს The Science Daily

მეცნიერების აზრით, სხვა მსგავსი კავშირი ბუნებაში აღარ არსებობს.

ფისო-გორი
სრული სიმართლეა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?