როდესაც მისი ცოლი შვებულებაში მიდის, ეს კაცი თავის კატებთან ერთად შესანიშნავ ვახშამს მართავს
როდესაც მისი ცოლი შვებულებაში მიდის, ეს კაცი თავის კატებთან ერთად შესანიშნავ ვახშამს მართავს
ყველას თავისი საიდუმლო აქვს. ეს ისტორიაც ამას მოწმობს.

ეს ადამიანი ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლთან ერთად უკვე 32 წელია, თუმცა, მას აქვს საიდუმლო.

როდესაც ცოლი მიდის შვებულებაში და ის მარტო რჩება სახლში, იცვამს საუკეთესო კოსტუმს და საზეიმო საღამოზე საყვარელ ფისოებს პატიჟებს.

აქ არავითარ ღალატზე არ არის საუბარი, რადგან ფისოები არ არის მოფერებითი სახელი, ისინი ნამდვილად არიან შინაური კატები, რომლებიც ვახშმობისას მის მაგიდას გარს უსხედან.

ცოტა ხნის წინ ამ ადამიანმა ინტერნეტში სასაცილო ფოტოები განათავსა. თან ახსნა, რომ მისი მეუღლე ერთი კვირით თავის ყოფილ კლასელებთან ერთად
ერთ-ერთ მზიან სანაპიროზე დროის გასატარებლად წავიდა. 

"მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა მათთვის ხელის შეშლა და
ამიტომ არ წავყევი. ამის მაგივრად, მე ეს სახალისო რამ მოვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩვენს კატებთან ერთად მევახშმა".

ასეთი უცნაური ფოტო მან პირველად 2012 წელს გადაიღო. წელს მან იგივე ატმოსფერო შექმნა და ასევე დაურთო ახალი ფოტო.

Zooclub

Zooclub
mao
ცხოვრება საამურია.......
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?