კატის დაკრძალვას 3 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო
კატის დაკრძალვას 3 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო
არაერთმა ცხოველმა მოირგო გმირის იმიჯი, მაგალითად კატამ, რომელმაც ბავშვი ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა ან შიმპანზემ, რომელმაც თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ცეცხლმოკიდებული შენობიდან ლეკვი გამოიყვანა.

გასულ კვირას იაპონიაში 3 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო კატის დაკრძალვას. კატა, სახელად ტამა იაპონიაში გმირის სახელით იყო ცნობილი. 2007 წელს თამამ კიშიგავას რკინიგზის სადგური ეკონომიკური კრიზისიგან იხსნა.

2004 წლიდან 2007 წლამდე კიშიგავას რკინიგზის სადგური მგზავრების ნაკლებობის გამო, დაიხურა. იმისათვის, რომ სადგური აემუშავებინათ, რკინიგზის მმართველობამ მატარებლების გამცილებლად  ტამა დანიშნა.

Zooclub

კატა ადგილობრივი მაღაზიის მფლობელს ეკუთვნოდა. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ,
მას მისცეს სამუშაო ოთახი, რომელიც განთავსებული იყო მატარებლების სადგურის წინ.

უამრავ ადამიანს გაუჩნდა ტამას ნახვის
სურვილი, ათასობით ადამიანმა მიაშურა რკინიგზას, რათა სამუშაო ფორმაში გამოწყობილი კატა ენახათ. ხალხის მოზღვავებამ, ქალაქის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა.

Zooclub

Guardian-ის თქმით, პირველ წელს 10%-ით მოიმატა მატარებელში მგზავრების რაოდენობამ, ხოლო ადგილობრივი ეკონომიკა გაიზარდა 9 მილიონი დოლარით.

რკინიგზაზე მუშაობის პერიოდში ტამას საშუალება მიეცა შეხვედროდა იაპონიის მთავრობის ლიდერებს, ისინი ცხოველის მიმართ განსაკუთებული სითბოთი და პატივისცემით გამოირჩეოდნენ. ქალაქის გუბერნატორის თქმით, "ტამა ტურიზმის ვარსკვლავი" იყო.

Zooclub

რკინიგზის თანამშრომელ კატას მთელ იაპონიაში იცნობდნენ, რადგან არაერთ სარეკლამო ბანერზე იყო მისი სახე, ასევე არსებობს კაფე "ტამა", რომელიც რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.

Zooclub

კატა პატრონის სახლში 16 წლის ასაკში მოკვდა. მის დაკრძალვაზე 3 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

"ის პატრონის სახლში მოკვდა. ბოლო დღეები ავადმყოფობდა, როდესაც მე და რკინიგზის კომპანიის პრეზიდენტი მის სანახავად მივედით, ტამამ თავი წამოწია და დაიკნავლა, თითქოს ამბობდა, რომ ხელში აგვეყვანა."- ამბობს რკინიგზის სადგურის ადმინისტრაციის უფროსი.

სიკვდილის შემდეგ, ქალაქის გუბერნატორმა ტამა დააჯილდოვა მედლით, როგორც რკინიგზის ყველაზე ერთგული თანამშრომელი.

mariami
რა ჰუმანური სახელმწიფოა იაპონია? აქ, ასეთი რამ ,არც გამოიწვევდა ინტერესს.სამსახურს ადამიანებს არ აძლევენ და ფისოს მისცემდნენ??
რუსუდანი
ყველა ცოცხალი არსება დასაფასებელია.რაც ვერ შეძლო ადამიანმა,შეძლო კატამ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?